- გაჩერდი. - მეორე ღილზე ჩაჭიდებულ მის თითებს ვიჭერ. - უნდა წავიდე. - ვამბობ და მის ხელს დავყურებ.
- ორ თვეზე მეტია შენთან ახლოსაც არ მოვსულვარ. - მეუბნება და ბაგეებზე დამყურებს. - დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ძალიან მოვენატრე.
- ჰო, - ტუჩებს ვილოკავ და გვერდით ვიწევი. - მაგრამ ახლა უნდა წავიდე. დივანიდან ჩანთას და ქურთუკს ვიღებ და კარისკენ მივდივარ.
- ეს გრჩება. - ზურგიდან მესმის მისი ხმა. ვბრუნდები. მისაღები ოთახის შესასვლელში დგას, ხელში ჩემი მობილური უკავია და ორი თითით აბზრიალებს. თვალებს მობეზრებით ვატრიალებ. ახლა მახსენდება, რომ ტელეფონი მანქანაში დამრჩა.
- მომეცი.
- მოდი და წაიღე. - წარბებს სწევს. ჩემგან დაახლოებით ოთხ მეტრში დგას.
- გახალისდი და თამაში მოგინდა? - ვუბღვერ
- მომენატრე და შენ მომინდი. - მობილურს მიწვდის.
ვიცი, ჩემი მასთან ახლოს მისვლა კრახით დასრულდება. თან ისე მიყურებს, მაცდურად, გაიძვრეულად, პირდაპირ მზერით მიმხელს თავის გეგმებს. გულში მეცინება. არც კი იცის, როგორ მომენატრა ამ იდიოტის შეხება და ალერსი, მაგრამ რაღაც მაინც მაკავებს და წარმოდგენა არ მაქვს, რა. სხვა გზას არ მიტოვებს.
- იცოდე ყოველგვარი ფოკუზების გარეშე.- ვაფრთხილებ და მისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. გამოწვდილი ხელიდან მობილურს ვართმევ, მაგრამ მობრუნებულს მაინც მიჭერს და ზურგით მკერდზე მიკრობს. - ჯონგუკი, კარგი რაა. - მუცელზე შემოჭდობილ მის მკლავებს ვეჯაჯგურები. ის კი თავს ჩემს კისერში ფლობს და მკოცნის.
- ჩვენს გვერდით ჩვენი საძინებელია. - ამბობს და კოცნით ნელ-ნელა ყელისკენ მოიწევს. თანდათან მიპყრობს ვნება. ავტომატურად თავს გვერდით ვხრი, რომ მის ტუჩებს გზა გავუთავისუფლო. - იქ ძალიან კომფორტული საწოლი დგას. - ქურთუკს მართმევს და დაბლა აგდებს. - მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. - ლოყაზე მკოცნის და ჩანთასაც ქურთუკის გზას უყენებს. - ვანილის სურნელი არ აქვს.
- ვერ დავრჩები. - ვამბობ, მაგრამ თავადვე ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები არც ისე მტკიცეა. მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული საათი თორმეტის ოც წუთს მიჩვენებს. ჯანდაბა, ძალიან გვიანია.
- გეშინია? - მეკითხება და ცოტა ხნის წინ გადარჩენილ ღილს ხსნის, შემდეგსაც და შემდეგსაც. თითებს ყელზე აცურებს და მწველ ზოლებს მიტოვებს. - დიდი ხანია ეს ყველაფერი არ გიგრძვნია. - ამბობს ყურში, ნიკაპს თითებით მიჭერს, თავს გვერდით მაბრუნებინებს და ნაზად, მაგრამ მთელი ვნებით ეხება ჩემს ბაგეებს.
ორი თვე ისე შორს ვიყავი მისგან... ახლა კი ასეთი სიახლოვე თავბრუს მახვევს. დაძაბულობა ერთიანად მეხსნება და სასიამოვნო სიმსუბუქეში ვიკარგები. ახლა ვხვდები, როგორ მჭირდებოდა მთელი ეს დრო ეს კოცნა და მისით გამოწვეული განცდები და როცა ამ ყველაფერს ასე ახლოს ვიგულებ, ვმშვიდდები.
უცბად ხელში ვიბრაციას ვგრძნობ. მობილური რეკვას იწყებს. მაშინვე ვწყდები მის ტუჩებს და ჯონგუკისგან გაწევას ვცდილობ, მაგრამ ის ისევ მუცელზე მხვევს მკლავებს დ არ მიშვებს. ეკრანს დავყურებ. იუნია.
- არ უპასუხო. - მეუბნება კისერში ჩამძვრალი. - შენ ხომ წასვლა არ გინდა?
- არა, ასე არ შეიძლება. - ვბუტბუტებ. სურვილები მერევა. არც წასვლა მინდა, არც დარჩენა.
- შენთან სახლში ხომ შეიძლებოდა? აბა გაიხსენე? - ყურზე მკოცნის და ნელ-ნელა ქვემოთ მოუყვება. ღმერთო, გადამრევს. ხმას ვიყენებ და მობილურსვპასუხობ.
- ხო, იუნ.
- ძალიან გაგიტკბათ? - მეკითხება ის სიცილით , ჯონგუკს ესმის და ყელთან ვგრძნობ, რომ ეღიმება. თითებს პერანგს სჭიდებს და შარვლიდან ნელ-ნელა ზემოთ ქაჩავს.
- ხო. - ვეუბნები მეგობარს გულახდილად, თუმცა ჯექსონს ნამდვილად არ ვგულისხმობ. ჯონგუკი პერანგის დარჩენილ ორ ღილსაც ხსნის და მოშიშვლებულ მუცელზე მხურვალე ხელებს მაწყობს.
- ამ წვიმაში სად დაეხეტებით? - იუნი ძალიან ცნობისმოყვარეა, ჯონგუკი კი საშინლად ვნებიანი. ხელებს ჯერ ზემოთ აცურებს და პერანგს განზე სწევს, შემდეგ ისევ ქვემოთ უყვება და თითებს ოდნავ აცურებს შარვლის შიგნით. მუცელი მეზნიქება და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავიკვნესო. თვალები თავისით მეხუჭება და თავს ჯონგუკის მხარზე ვაგდებ.
- ჩვენ.. მე... - სიტყვებს ძლივს ვაბამ თავს. - ჯექსონმა სახლამდე მიმაცილა. უჩემოდ გაერთეთ. - ვამბობ სწრაფად. ჯონგუკიი ხითხითებს და მის სიცილს მთელი სხეულით ვგრძნობ. ჩემი შარვლის ქამარს ხსნის.
- აუ, რა ცუდია. მეგონა ერთად გავათენებდით ღამეს. - წუწუნებს იუნი.
- სხვა დროს იყოს, არაუშავს.
- კაი დამპალო, დროებით.
- დროებით. - მობილურს ვთიშავ, დაბლა ჩემს ქურთუკზე ვაგდებ და ჯონგუკისკენ ვბრუნდები. მაცდურად მიღიმის და სურვილისაგან მკერდი მკაფიოდ აუდ-ჩაუდის. მაისურზე ორივე ხელით ვებღაუჭები და მის გახსნილ ბაგეებს ვაცხრები. ჯონგუკი პერანგს მხდის, ხელში მიტაცებს და საძინებელში შევყავარ.
YOU ARE READING
Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓
Romance-რა გინდა? -შენი ვანილის ტუჩები ________ ფიკი ჩემი არ არის 4love.ge დან არის აღებული მე მხოლოდ სახელები და დეტალები შევცვალე ,,, მეც ძალიან მენატრებოდა ეს ფიკი ისევე როგორც ბევრ სხვას ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წინა ავტორმა ეს ფიკი წაშალა . ორიგინ...