სადაცაა თორმეტი საათი გახდება. როგორც თვალი მოვკარი, რამდენიმე სტუდენტი უკვე წავიდა. არადა წვეულებას გარკვეული დროის ზღვარი არ აქვს. ჩემები არ ჩქარობენ, მაგრამ მეც ალბათ მალე მომიწევს წასვლა.
ხუთი ჭიქა ღვინო. სასიამოვნოდ ვარ გაბრუებული და მოთენთილი. ფიქრები არეული მაქვს. ჯერ შეფი და მისი ვნებიანი გამოხტომა, შემდეგ ტყუპები და მათი მოტანილი ამბავი.
არა, ჯონგუკი ნამდვილად არაა ანგელოზი. დიდი შანსია, რომ დამპალმა ფახუნამ დაკეროს, მაგრამ რით? ფულით? არა. მაგდენი ფული რომ ჰქონდეს, პარიზში პროექტის გარეშეც წავიდოდა. სხეულით? ღმერთო, რა სისულელეა. ვერ ვიტყვი, რომ აიუ მახინჯია, პირიქით, შესაშურ ფორმაშია, მაგრამ განა რა უნდა შესთავაზოს ჯონგუკს ისეთი, რაც შეფს გააოცებს? ბიჭი წლებია ევროპაში ცხოვრობს.
ტვინი მიდუღდება. ცივ წყალს ვსვამ და ჩემკენ მომავალ თეჰის ვუყურებ. როგორც ჩანს, ტყუპებს მისთვისაც უთქვამთ ახალი ამბავი, რადგან ბიჭს სახეზე მსგავსი გამომეტყველება წვეულებას არ შეეფერება. კოლეჯის უკანა ეზოში გავდივართ და ამასთან დაკავშირებით იქ ვსაუბრობთ. თე გულდაწყვეტილია აიუს საქციელის გამო. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის. მალევე მას ძმა აკითხავს მანქანით და ვაცილებთ.
მე გარეთ ვრჩები და სკამზე ვჯდები. უცნაურია, მაგრამ სიგარეტის მოწევა მინდება.
რა აქცევს ადამიანს ასეთ ბოროტად და უსამართლოდ? რატომ მიდის ის ყველაფერზე იმისთვის, რომ საკუთარი ამბიციები რეალობად აქციოს? რა თქმა უნდა, მარტივი ყველაფერი კარგია, მაგრამ დიდი წარმატებისთვის ხომ დიდი შრომაა საჭირო? რატომ უნდა გადაუარო ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს შენ, ადამიანმა, რომელსაც ჯდომა და მორთმევა გიყვარს? მწვერვალებზე ხომ ბარიერების გადალახვით ადიან და არა თითის ერთი დაჭერით ლიფტით? არა რა შეფ, არ დათანხმდე სანგჰის.
გარეთ გრილა და მოშიშვლებულ მხრებზე ცივი სიო უსიამოვნოდ მეხვევა. უკვე მეც წასვლა მინდა. იქნებ დამერეკა მამასთვის? ის-ისაა მობილურზე ნომერს ვკიფ, რომ შენობიდან ვიღაც გამოდის. ლამპიონების შუქი მამცნობს, რომ ეს ჯონგუკია. არ მინდა, რომ დამინახოს და ტელეფონს უცბად ვაქრობ. თუმცა, მგონი ჩემთვის არც სცალია. მობილურზე საუბრობს. ინგლისურად. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ ტონზე ეტყობა, რომ ზარით არც ისე ნასიამოვნებია. კარს სცილდება თუ არა, ვეღარც ვხედავ. შენობის ჩრდილში უჩინარდება. მალე აღარც მობილურის ნათება ჩანს. ალბათ კედელს გასცდა. ძალიან კარგი. ცოტა ხანში მამას ვურეკავ და კოლეჯისკენ ნივთების ასაღებად მივდივარ.
ის-ისაა კარის სახელურს ვეჭიდები, რომ მკლავზე თითები მეჭიდებიან და ინერციით სიბნელისკენ მიმაქანებენ. მან რაა, დამინახა და მდარაჯობდა? ხელს ვიქნევ. მინდა, რომ მისი თითებისგან განვთავისუფლდე, მაგრამ ის მხრებში მაფრინდება და კედელს უხეშად მაკრობს.
- შემეშვი. - ვცრი კბილებში. ხო, ჯერ-ჯერობით არაფერი დაუშავებია, მაგრამ მე მაინც გაბრაზებული ვარ.
- რაა? - მეკითხება. დამცინავი ტონი აქვს და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.
- შემეშვი. - მხრებს ვიქნევ, მაგრამ მის თითებს ვერ ვიშორებ.
ჩაცინების ხმა მესმის და ხელებს თვითონ მიშვებს. მიახლოვდება, მაგრამ არ მეხება. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და კედელს ვეკრობი.
- შეგეშვი. რატომ არ მიდიხარ?
არ ვიცი. რატომ არ მივდივარ? ჯიმინ, რა ჩამოუყალიბებელი დაიბადე ასეთი? ხომ არ გინდოდა მისი ნახვა. ხოდა გადაადგი ფეხები, სადაცაა მამა მოვა.
- რა გინდა? - ვეკითხები ჩემი ფიქრების მიუხედავად. გული ამოვარდნას მაქვს.
- შენი ვანილის ტუჩები. - ჩურჩულებს და ჩემკენ იხრება. მე თავს გვერდით ვწევ, მაგრამ ის არ ჩერდება და ტუჩებით ლოყაზე მეხება. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი სუნთქვა ცეცხლივით ხვდება გაყინულ კანს. თავიდან მწვავს, შემდეგ კი მათბობს. ყელზე ჯონგუკის თითები მეხვევიან, ქვემოთ მიცურავენ და მკერდთან პერანგის კიდეს ებღაუჭებიან. საკმარისია სულ ოდნავ დაატანოს ძალა და...
სუნთქვას ვეღარ ვმართავ. კიდურები მიდუნდება. არა, არ მინდა, რომ მის წინ ასეთი უუნარო ვიყო. მე შემიძლია ვნების მოთოკვა, მე მაქვს თავშეკავების უნარი. მის მაჯებს ვეჭიდები და მკერდიდან ვიშორებ. ის კი საპასუხოდ სახეს მიჭერს და ჩემს ბაგეებს გამალებით აწყდება. მოულოდნელობისგან ჭარბად ვისუნთქავ ჰაერს და ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილი მიქრება. კოცნაში ხარბად ვყვები. ვნება გონებას მიბინდავს. ვერც კი ვხვდები, როდის ეხვევიან მის კისერს ჩემი გაყინული მკლავები. ვბრაზობ? მის პირად სივრცეში მოქცეულს, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი მავიწყდება.
ეს რა არის? სიფრიფანა ზედა ზემოთ მოიწევს და მალევე ჯონგუკის ხელს მოშიშვლებულ წელზე ვგრძნობ . მისი ქმედებები საშიში ზონისკენ მიიწევს. ამას კარგად ვხვდები, მაგრამ შარვალში გაღვიებული სიამოვნება ატომური ბომბივით ფეთქდება და შიშს თავის მარწუხებში აქცევს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი რეალობასთან დამაკავშირებელი თვალი ჯერ კიდევ ფხიზელია. ხელებში ვაფრინდები. ის კი პერანგს ხელს არ უშვებს. ტუჩებით ცდილობს ჩემს დაკავებას, მაგრამ ვჩერდები და თავს უკან ვწევ.
- გაჩერდი, გაჩერდი... - უფრო ვოხრავ, ვიდრე ვამბობ. კედელსა და ჯონგუკს შორის ისე ვარ მოქცეული, მგონია, სადაცაა გავიჭყლიტები. პერანგის კიდეები შესისხლხორცებულივით ჩაუბღუჯავს. მანამ არ უშვებს, სანამ მის ხელის ზურგებს ფრჩხილებით არ ვეჭიდები. ტკივილისგან სუსტად კვნესის. არ ელოდა. მეცინება. ზედა ძირს ეშვება და წელს მიფარავს. ვცდილობ გამოვხოხდე, ის კი ყელზე მეხება და ცერა თითებით ნიკაპს მიჭერს.
- ჯიმინ, ნუ ცდილობ რაღაც არარსებულის დანახვას. - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებზე. ნაჩქარევად მკოცნის და შენობაში ბრუნდება.
ვერ ვიტან! მეზიზღება!
YOU ARE READING
Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓
Romance-რა გინდა? -შენი ვანილის ტუჩები ________ ფიკი ჩემი არ არის 4love.ge დან არის აღებული მე მხოლოდ სახელები და დეტალები შევცვალე ,,, მეც ძალიან მენატრებოდა ეს ფიკი ისევე როგორც ბევრ სხვას ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წინა ავტორმა ეს ფიკი წაშალა . ორიგინ...