თეჰიონი საშინლად გამოიყურება. ვირუსი გართულებია და კოლეჯში შუალედურების გამოა მოსული. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია ექნება, როცა თავისი გაფუჭებული მაფინების შესახებ სიმართლეს გაიგებს. არც კი ვიცი, რამდენად სწორად ვწერ ტესტებს, რადგან გამუდმებით აუსკენ გამირბის თვალები და გონება. მის სიმშვიდეს კიდევ უფრო გამოვყავარ წყობიდან. ერთი სული მაქვს ლექცია გამოვიდეს, რომ ჩემი ცეცხლწაკიდებული ხელის გულები მისმა თმამ ჩააცხროს. ჩემს წარმოსახვაში ძალიან მძაფრი სიუჟეტები ვითარდება და ეჭვი მაქვს, კოლეჯს წინ კარგი არაფერი ელოდება.
ერთი ამას უყურეთ! თითქოს ჩემი აზრები წაეკითხოს. ტესტი დაწერა, ჩანთა აიღო და გავიდა. კი არ გავიდა, წავიდა, რადგან ვერც დარჩენილ ლექციებზე ვხედავ.
თეჰიმ რა თქმა უნდა გაიგო ეს ამბავი და ისიც ჩემსავით გაცეცხლებულია. განსხვავება იმაშია, რომ ის ჩემზე მეტად გაწონასწორებულია და სასტიკად მიკრძალავს არამც თუ კიდურებით აიუსთან მოქმედებას, მასთან სიტყვის დაცდენასაც კი. ეს უარესად მაცოფებს. ჯანდაბა! ეს დაგროვებული განრისხება სადღაც ხომ უნდა გადმოვანთხიო?
რა თქმა უნდა! წავალ და მოვახსენებ შეფს, რას კადრულობს თავისი გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ თეჰიონი თითქოს ხვდება, რასაც ვგეგმავ და სიცხიან თვალებს მიბრიალებს. ყველაფერს მიკრძალავს, ეს ხომ უსამართლობაა?!***
პარასკევ საღამოს მამას სოფელში მივყავართ. უკვე ერთი წელია აქ არ ვყოფილვართ და აქაურობა ახალი ენერგიით მავსებს. სასიამოვნოდ გრილა და სეულისისკენ აღარ მიმიწევს გული. ჰამაკი, ხილის წვენი, ჩიტების ჭიკჭიკი, ღამით ჭრიჭინების ხმაური სრულიად მიახლებს აზრებს, ფიქრებს, სურვილებს.
დღეს სათევზაოთ ვიყავით და ვახშამზე ჰესუს მიერ არაჩვეულებრივად მოკაზმული თევზი მივირთვით. ახლა აივანზე ვარ. ჩემ უკან ოთახში სანის სძინავს. თერთმეტი საათი სრულდება. მე მზის ჩასვლას ვუყურე, შემდეგ ვივახშმე და ახლა აქ ვარ. რბილ სავარძელში პლედმოსხმული ვზივარ და უზარმაზარი ფინჯნით ლიმონიან ჩაის მივირთმევ. ცა ბჭყვიალა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ხან ისე უცნაურად ციმციმებენ, რომ მგონია ჩაი მე კი არ მათბობს, მათ ადნობს. ახლა ამ ყველაფერს იდეალურს გახდიდა ჰოსოკის წაკითხული ერთი ტკბილი ლექსი. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი „სასტავთან“ მეგობრობა. იქნებ ერთ დღეს ისინიც დავპატიჟო აქ.
რაიმე რომანტიულის მოსმენა მინდა და ის-ისაა ყურსასმენებს ვიღებ, რომ მობილური ნათდება. ვიღაც რეკავს. უცხო ნომერია. საინტერესოა, ამ დროს ვინ უნდა იყოს?
- გისმენთ. - ვპასუხობ.
- ყურადღებით? - მესმის ხმა.
- უკაცრავად?! - ვეკითხები, მაგრამ მაშინვე ვხვდები, ვინცაა. - შეფ?!
- დიახ, სტუდენტო.
გაოგნებულს პირი ღია მრჩება. ის! მე! მობილურზე! მირეკავს!
- ჩემი ნომერი ვინ მოგცა?
- აჯობებდა გეკითხა, რატომ გირეკავდი. ამაზე უფრო ვრცელ და საინტერესო პასუხს გაგცემდი. - ღიმილიანი ტონი აქვს და თვალწინ მიდგება მისი ამჟამინდელი გამომეტყველება.
- გამაკვირვე. - ჯერ კიდევ დაბნეული ვარ. კარს ვხურავ, რომ ჩემმა ლაპარაკმა სანი არ გააღვიძოს.
- ხო, მეც მიკვირს.
- რა?
- რომ გირეკავ.
მეღიმება და სასიამოვნოდ მბურძგლის.
- და რატომ რეკავ?
- ერთი წინადადება მაქვს. არ გინდა შაბათობით დამატებით პრაქტიკებზე იარო ჩემთან?
- და ასეთი რამ არსებობს?
- იარსებებს, თუ მოვინდომეთ.
- აა, ანუ ამ პრაქტიკებზე მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. - მეცინება.
- დიახ, ჭკვიანო.
- დავფიქრდები. - ვამბობ. რამდენიმე წამით ჩუმად ვართ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. - ახლა მითხარი, რატომ დამირეკე?
- უკვე გითხარი.
- არა, მე სიმართლე მაინტერესებს.
- ნუ ჩამაცივდი. - მაშინვე სიმკაცრე ერევა ხმაში.
- მოდი, მე გულახდილი ვიქნები. შენგან ეს საქციელი უცნაურად და წარმოუდგენლად მეჩვენება. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რატომ რეკავ.
- თუ არ შეწყვეტ ამის კეთებას, გავთიშავ.
- კარგი, გათიშე. - ვეუბნები.
ზარი წყდება. მართლა გათიშა. იდიოტი! ყურსასმენებს ვიკეთებ და უკვე ბოლოსკენ მიდის სიმღერა, რომ რეკავს. მეცინება და ვპასუხობ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ისიც ჩუმადაა, ცოტა ხნაში კი მეუბნება:
- შენთან საუბარი მინდოდა.
კიდევ ერთხელ მაყრის ტანზე სიამოვნების ეკალი. არც კი ვიცი, იქნებ ეს ზედმეტიცაა და საკუთარ თავს ამდენი იმედი არ უნდა მივცე?
- სხვა ჩემნაირებთანაც საუბრობდი მობილურზე?
- ყოჩაღ, ჯიმინ. ნამდვილად შეუსაბამე სიტუაციას შენი შეკითხვა. - ხმა მშვიდი აქვს, მაგრამ ნამდვილად წყენანარევი. - უნდა მანანებინო, რომ ხელმეორედ დავრეკე?
- უბრალოდ მაინტერესებს.
- რას ეძებ?
- ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.
- მაგრამ მხოლოდ შენ არ გეხება, ხომ ასეა?
- მე საერთოდ არ მეხება და მოდი რა, შემეშვი ჯონგუკ. რაც არ უნდა იყოს, მე მაინც იმას გავაკეთებ, რაც მენდომება. შენ ამით არ შეწუხდები. ახლა კი, იქნებ კითხვაზე გაგეცა ჩემთვის პასუხი?
რამდენიმე წამით ჩუმადაა. მისი სუნთქვის ხმა მესმის. მგონი სიგარეტს ეწევა. იმ ღერის რომ შეგშურდება ადამიანს.
- არა, ჯიმინ. - მპასუხობს.
- ასე არ ჯობია? - მეღიმება.
- ჰო, ალბათ.
წარმოუდგენელია, მაგრამ შუა ღამის ოთხ საათამდე ვსაუბრობთ. რაზე? ჩემზე, მასზე, ათას რამეზე. ცივილურად, ყოველგვარი გადახვევების გარეშე. ჩემი სიამოვნების ერთადერთი მოწმე მთვარეა. ის ისმენს ჩვენს საუბარს და დარწმუნებული ვარ ისიც ჩემსავით მშვიდადაა. ძილიც კი არ მერევა, ერთი წამითაც კი. ამდენი დროის ასე სწრაფად გასვლასაც კი ვერ ვგრძნობ, სანამ თვითონ არ მეუბნება, რომელი საათია.
- შენი ძილის დროა.
- ჰო, ხვალ სეულში ვბრუნდებით და ძალიან არ მინდა.
- რას ჰქვია არ გინდა, აბა მე მკითხე. ადექი წადი, დაიძინე.
- საღამურების ჩაცმა მეზარება.
- არაა საჭირო. - ხითხითებს.
- კარგი, დავფიქრდები. იქნებ მაისურით და ტრუსით დავიძინო? არაა, შევწუხდები. მგონი მხოლოდ ტრუსით ჯობია. რას იტყვი? - თავს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს.
- გირჩევნია, ორშაბათს კოლეჯში არ გამოცხადდე.
- თორემ? - ვამბობ გამომწვევად.
- სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ახლა რასაც ვფიქრობ. ჯიმინ, ახლა მანდ რომ ვიყო..
- რას იზამდი?
- იმდენს ვიზამდი, რომ სრულიად შიშველს დაგეძინა. არა, დაგვეძინა.
- ფრთხილად შეფ, ოთახში ჩემი და წევს. - ვიცინი.
- ერთხელაც იქნება და მარტონი დავრჩებით ოთახში. - ვგრძნობ, როგორი საზიზღრული ღიმილით ამბობს ამ სიტყვებს. მე კი წამებში მერთვება ფანტაზია და უნებურად წარმოვიდგენ, რა ხდება „იმ ოთახში.“
- კარგი ჰო, გეყოფა. - ვდუდღუნებ და ვამთქნარებ. ის ისევ იცინის.
- კარგი. - ხუთი წამით პაუზას აკეთებს. - ძილის წინ მაკოცებ?
- კი. ლოყაზე ნაზად. შენ?
- ტუჩებზე მხურვალედ. შემდეგ ნიკაპზე, ლოყაზე, ყურის ქვეშ, ყელზე...
- კარგი, კარგი, ჰო, გასაგებია... - ვაწყვეტინებ, რადგან მისი ვნებიანი ხმით ნათქვამი ეს კოცნები სურვილად მეღვენთება კანზე. მისგან ხითხითი მესმის. შემდეგ ამბობს.
- კარგი იყო შენთან საუბარი.
- იგივეს თქმა შემიძლია მეც. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.
- მეც, საკუთარი თავით.
ღიმილით სახე მებადრება. აი, ეს ტონი მომწონს. მშვიდი და ბუნებრივი.
- სიზმრად ჩემ თავს გისურვებ, შეფ.
- სიზმრად ჩემ თავს გისურვებ, ჯიმინ.
- ძილინებისა.
- ძილინებისა.
მობილურს ვთიშავ, სავარძელში ვიკუნტები და თვალებს ვხუჭავ. დაახლოებით ექვსი საათი მასთან საუბარში გავატარე. ღმერთო, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჯონგუკმა ეს გააკეთა. თანაც რა მიზეზით? ჩემთან საუბარი უნდოდა. სიამოვნებისგან ვიბერები. შეფ, ვხედავ, შორიდან ვხედავ შენს მეორე მეს და დარწმუნებული ვარ, რომ მასტან ერთად უკეთესი ხარ, ვიდრე მის გარეშე.
YOU ARE READING
Besos De Vanilla ✓ ვანილის კოცნა ✓
Romance-რა გინდა? -შენი ვანილის ტუჩები ________ ფიკი ჩემი არ არის 4love.ge დან არის აღებული მე მხოლოდ სახელები და დეტალები შევცვალე ,,, მეც ძალიან მენატრებოდა ეს ფიკი ისევე როგორც ბევრ სხვას ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა წინა ავტორმა ეს ფიკი წაშალა . ორიგინ...