ბიჭებთან ვიყავი, მაგრამ ფეიზე ვფიქრობდი
ასეთი რა მოხვდა რომ სრულიად შეიცვალა
- ჰარი, კარგად ხარ?
ლუის სიტყვებს გონზე მოვყავარ
- ჰაა?
- ძმაო, რა გჭირს? მთელი ამ დროის განმავლობაში გათიშული ხარ
მეუბნება ზეინი და ლუდის ბოთლს იღებს
- ზეინი მართალია, რამე ხდება?
- უბრალოდ ოჯახში პრობლემები გვაქვს, მეტი არაფერი
- ვის აქვს რომ?
კითხულობს ლიამი, მის ხმაშიც და მზერაშიც იგრძნობა მთელი ინტერესი
,,ამას რაში აინტერესებს?"
- უბრალოდ ეს ბოლო დროა ფეი უცნაურად იქცევა
ვამბობ და ყველაფრის გახსენებას ვიწყებ
- საშინელი ძმა ვარ
ვამბობ ჩურჩულით
- ამას ვერც მიხვდებოდი, ის სულ გულჩათხრილია
მეუბნება უდარდელად ლიამი
- შენ რამე ხომ არ იცი, ასე გამოცდილივით რომ საუბრობ ფეიზე
ვეკითხები და ეჭვის თვალით ვუყურებ
- რა უნდა ვიცოდე, ძმაო ბევრს ნერვიულობ
მის ჩვეულებრივ ტონს ინარჩუნებს, მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაცას მალავს
თუ მათ შორის რამე ხდება, პეინ არ ვაცოცხლებ
ფეი p.o.v
დიდი ზოზინის შემდეგ თვალები გავახილე და წამოვდექი
ირგვლივ მოვიხედე, დალაგებული დამხვდა, რამაც ცოტა გამაკვირვა
ჩემი ოთახის დამლაგებელი არავინ იყო, არა იმის შემდეგ რაც მე გავაკეთე
წამოვდექი და სკოლისთვის მოვემზადე
ქვემოთ ჩასულს ყველა სამზარეულოში იყო და ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა სანამ მე არ შემნიშნეს
YOU ARE READING
Another me
Actionდრამის გაკვეთილზე ვაპირებდი შესვლას და უცებ ის გოგო გამახსენდა, წინ რომ შემეჩეხა, ზუსტად ჩემნაირ მწვანე სვიტერში გამოწყობილი. აი, თურმე ვისში შევეშალე მისის უოტს. მწვანესვიტერიანი მანაც დაინახა და მე ვეგონე... ეს ძალიან მარტივი ახსნა იყო, არა?