Reflection 7

42 5 0
                                    

ფეი p.o.v

როგორც ჩანს ლიამ მომხდარზე არაფერი მოუყოლია და ეს კარგია

ნუ, არა ჩემთვის, არამედ მისთვის, არ მინდა ჰარისთან ურთიერთობა ჩემს გამო გაუმძაფრდეს

სახლში მისულს ჰარიმ ჩუმად ჩემს ოთახში შემიყვანა და ტკბილად დამაწვინა

- ტკბილი ძილი, იცოდე ხვალ ყველაფერს მომიყვები

მხოლოდ თავი დავუკარი და თვალები დავხუჭე ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ძილი და შავბნელი ადგილი რომელიც შემიფარებდა

***

საშინლად არ მინდოდა გათენებულიყო და თავი საერთოდ ამეღო ბალიშიდან, ერთადერთი რაც ახლა მახარებდა ის იყო რომ დღეს ვისვენებდი

- ფეი

ჰარის ბოხი და სასიამოვნო ხმა მესმის, როგორ არ მინდა თვალები გავახილო მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვაიძულებ

- ჰარი

მის ლამაზ და მოციმციმე სახეს ვუყურებ

- როგორ ხარ?

მის ხმაში იგრძნობოდა როგორ ღელავდა და ასევე ინტერესი კლავდა იმის რომ სცოდნოდა რაც გასულ ღამეს შემემთხვა

- შედარებით კარგად, სახლში ვინ არის?

- არავინ, ყველა თავის საქმეზეა წასული

მისმა მათქვამზე გულზე მომეშვა, თაცი ავიღე და მას კარგად დავაკვირდი

- გუშინ რა მოგივიდა რომ გაითიშე

ნეტავ დაიჯერებდა თუ ისიც ლიამივით მომექცეოდა

მეშინია რომ ისიც გამრიყავს და როგორც საცოდავს ისე შემომხედავს

თავი მის საწინააღმდეგოდ შევაბრუნე და ყველაფერზე დავიწყე ფიქრი

რა შეიძლება მომხდარიყო რომ მე მას სიმართლე ვუთხრა

Another meWhere stories live. Discover now