თავი 4

519 45 11
                                    

მისი წასვლის შემდეგ ორი წელი გავიდა.სკოლის საფეხურები ბოლომდე დავხურე.რაც საკმაოდ არ მესიამოვნა.
თექსვმეტი წლის გოგონა ვიყავი,რომელსაც მუსიკა, კერძოდ კი როიალზე დაკვრა უყვარდა.
მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.მისი მოსმენა,დაკვრა,დიდ სიამოვნებას მგვრიდა, მაგრამ როდესაც ის წავიდა ჩემი სულიერი, ფიზიკური, მოლარული სამყარო თან წაიღო.
საათს რომ დავაკვირდი მივხვდი რომ ძალიან ადრე იყო.დილის ხუთი ხდებოდა.ჩემს საწერ მაგიდასთან დავჯექი, ლამფა ავანთე და კითხვა განვაგრძე...

(2018 წლის 16 სექტემბერი.)
-საყვარელო სკოლაში გაგვიანდება.-ბუნდოვნად მომესმა დედას ხმა.ვიგრძენი თუ როგორ შემახმო მისი ნაზი ხელი.თავს ძალა დავატანტე და ძილის სამყაროს კარიბჭეს გადმოვაბიჯე.შევიშმუშნე, ხელები გავჭიმე და თვალები ძლივს გავახილე.

-ჩემო პეპელავ როგორ გიყვარს ძილი.-გაეცინა და ლოყებზე მაკოცა.
-დედა ძალიან მიყვარხარ,შენ ჩემი ანგელოზი ხარ.-მოვეხვიე ქალს და თავი მის მხარს ჩამოვადე.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ლამაზ თვალებავ.-ნაზად გაიღიმა,ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.

მალევე მოვემზადე.ამჯერად კულულები გაშლილი დავიტოვე.შავი ფერის ვიწრო შარვალი და ლამაზი მაისური ტანზე მოვირგე და სარკეში ჩემს თავს თვალი მოვავლე.სკოლის ჩანთას ხელი მოვკიდე და პირველ სართულზე ჩავედი.

-როგორი ლამაზი დაიკო მყავს.-გამოიქცა ჩემი პრინცი და შემომეხვია.
-მე კი ყველაზე სიმპატიური ძამიკო მყავს.-გეცინა და თმები ამიბურდა.
-თორნიკე შენს დას მიეცი საშვალება რომ ისაუზმოს.ისედაც აგვიანებს სკოლაში.-შენიშვნა მისცა დედამ,მაგრამ მაინც გაიღიმა.
-მაპატიე.-ტუჩი გადმობურცა.საპასუხოდ გავიღიმე,ლოყაზე ვეამბორე და სუფრას მივუჯექი....

სახლიდან სკოლამდე არც თუ ისე დიდი მანძილია.რის გამოც მუდამ ფეხით დავდივარ და ორგანიზმს ვაჯანსაღებ.ფოთლები რომლებიც ხეზე კიდია და სადაცაა ჩამოვარდება,ნიავი აქეთ-იქით "აცეკვებს."ოდნავ გრილა, მაგრამ სუსხი მაინც ვერ მერევა.
-ცისფერთვალებავ-ის ხმა...ის ბოხი ხმა, რომელიც მწვანეთვალებას ეკუთვნის...რომელმაც პირველივე დანახვისას გული გამითბო,რომელმაც დამატყვევა.მისკენ მივბრუნდი და შევეგებე იმ ადამიანს, რომლის დანახვაც მართლა გულით მინდოდა.
-გამარჯობა-ჩავიჩურჩულე.მომიახლოვდა და ჩემს წინ აისვეტა.
-გამარჯობა...როგორ ხარ?-მომიგო მწვანეთვალებამ.გამეღიმა.
-კარგად.თავად?-ვიკითხე და ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადავიწიე,თვალები კი ფეხსაცმელს მივაბჯინე.
-მეც კარგად.ამ სკოლაში სწავლობ?-იკითხა გაოცებულმა და ჩემი სკოლისკენ გაიშვირა ხელი.
-კი.ახლა არ მითხარ მეც აქ ვსწავლობო.-მივუგე და გავიცინე.თავი დამიქნია და თვითონაც გაიცინა.
-ხედავ ბედი ერთმანეთს გვახვედრებს.-თქვა და ჩემს ყურთან დაიხარა.-მომწონს ყველა გზა შენთან რომ მოდის.მალე შეგხვდები.-ჩამჩურჩულა და აორთქლდა. მე კი დამტოვა გაოცებული.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now