თავი 5

435 42 30
                                    

ცივმა ნიავმა გამაღვიძა, რომელიც ჩემს ოთახში გაბატონებულიყო.იმის მიუხედავად რომ საბანი კარგად მეფარა,ვიგრძენი თუ როგორი გაყინული მქონდა ხელ-ფეხი.
ფეხზე წამოვდექი და ფანჯარა მივხურე.საათი ცხრა საათს უჩვენებდა.სააბაზანოში მალევე შევედი,თავი მოვიწესრიგე და ოთახი დავტოვე.

-ჩემი ლამაზი გოგონა უკვე ამდგარა-გავიგონე დედას ხმა,რომელიც ახლახანს ჩამოვიდა ოთახიდან.
-დილამშვიდობის დე.-მივუგე და მკრთალად გავიღიმე.თავს უცნაურად ვგრძნობ,რადგან დღიურის შემდეგი ეტაპი ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო.
-ვატყობ ისევ ფიქრებში იკარგები.-კრემისფერ ტყავის სავარძელზე ჩამოჯდა,ფეხი-ფეხზე გადაიდო და დაინტერესებული მომაჩერდა.-საყვარელო ჩემი არ უნდა გერიდებოდეს,მომიყევი ყველაფერი რასაც მაგ პატარა გულში ინახავ.-მომიგო და გაიღიმა.

მასთან ახლოს მივედი,ცივ იატაკზე დავჯექი,თავი კი კალთაზე დავადე.გაუცნობიერებლად წამსკდა დიდი ხნის შეკავებული ცრემლი.
-რატომ გამტეხა დედა?მე ხო ის მიყვარდა?რატომ გამომიყენა?რატომ წავიდა?-ამოვიქვითინე.ხელი თავზე გადამისვა.ფეხზე წამომაყენა, თვითონაც წამოდგა და გულში ჩამიკრა.
-ვიცი საყავრელო ძალიან რთულია.ვიცი რომ გიყვარს და რადგან ახლაც, ორი წლის მერეც ვერ დაივიწყე,დარწმუნებულმა მინდა გითხრა რომ ახლაც ძალიან გიყვარს.-მომიგო,მომშორდა და ჩემი დახრილი თავი მისი საჩვენებელი თითით ამიწია.

ცრემლები თავისით მოდიან ვერ ჩერდებიან.თავის ბუდეში ვეღარ იტევენ და გარეთ მორბიან.
გული ორად მაქ გახლეჩილი.ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია.ვიცი მას ვეღარ შევხვდები ვიცი,მაგრამ იმედი მაინც მაქვს.

მას არ შევურიგდები,ვერ ვიქნები იმ ადამიანთან,რომელმაც ორი წელი ტანჯვაში გამომატარა...ვერ ვიქნები მისნაირთან...მე უბრალოდ არ შემიძლია.

რაც ახლა დამაწყნარებს მხოლოდ მისი წაკითხვაა,მხოლოდ ის დამეხმარება და საბოლოოდ,როდესაც მოვრჩები კითხვას მე მას მთლიანად გავუშვებ.მოგცემ უფლებას სამუდამოდ გაქრე.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now