თავი 12

265 29 14
                                    

იცით როგორი გასაოცარი გრძნობაა სიყვარული?
იცით როგორი გრძნობაა იმედგაცრუება?
იცით როგორი გრძნობაა მონატრება?
იცით გულისტკივილი როგორია?
ენით აღუწერიელი.

ეს ოთხი გრძნობა,რომელსაც საშინელი აუტანელი ტკივილი მოაქვს.იმის მიუხედავდა რომ ეს ყველაფერი ერთისგან მოდის,მაინც საშინელებაა.ეს ყველაფერი სიყვარულისგან წარმოიქმა და დანაწევრდა.

იმედგაცრუება...გრძნობა,როდესაც არა მარტო ნადგურდები,არამედ შინაგანად კვდები.ყველა იმედი,რომელსაც ებღაუჭები ბოლოს კვდება.კვდება და ქრება.წყლისავით ორთქდება და მაღლა ჰაერში უჩინარდება.

მონატება...გრძნობა,როდესაც ყველაფერს გაიღებ რომ შეხვდე მას ვისთან შეხვედრაც ძალიან გინდა.იმის მიუხედავად რომ გტკივა,იმის მიუხედავად რომ მისი დანახვა წარსულს გაგახსენებს,იმის მიუხედავად რომ ძველი შეხორცებული ჭრილობა გაიხსნება...საშინელი გრძნობა.დაუნდობელი.მიწასთან გასწორებს,ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.

მონატრებას გულისტკივილი მოსდევს.
მართალია არ გეტყობა,მაგრამ თითოეული  ნაწილი შიგნით,გულში გემსხვრევა.გულისტკივილის დროს მოდის საშინელი ფიქრები.როდესაც ვერ ძლებ. გინდა,მაგრამ ვერ იკლავ თავს.დასვენება გინდა,მაგრამ შინაგანი "მე" მიკრძალავს რაიმე ბასრი საგნით არ გადავიჭრა ვენები.
როდესაც ტკივილს ვერ უმკლავდები, როდესაც დანით მოყენებულ ტკივილზე ოცნებობ...ამაზე საცოდაობა არსებობს რამე?

სიყვარული...როგორ უნდა დავახასიათო?არ ვიცი...მისგან ადამიანებს ისეთი ბედნიერება და ისეთი ტკივილი აქვთ განცდილი,როგორ შეიძლბა ამის გადმოცემა?
სიყვარულის გამო ტანჯვა საშინელია, გამანადგურებელი.ღრიალი გინდა...მასთან გინდა,მაგრამ ის რომ სხვისია როგორ უნდა იყო მასთან?
როგორ უნდა მიხვიდე,ხელი მოკიდო და უთხრა.
"გთხოვ ხელს ნუ მკრავ მინდიხარ, მიყვარხარ გესმის?მიყვარხარ."
როგორ უნდა ვუთხრა ეს ყველაფერი?არ ვიცი.

ბედნიერება მართალია დიდი ხანი არ განმიცდია.ვიყავი ბედნიერიც,რის გამოც მადლობელი ვარ,მაგრამ საკამრისი არ არის,არა.მტკივა.აღარ მინდა მეტის ატანა...აღარ მინდა დავიღალე.მთელი ჩემი ორგანიზმი შველას ითხოვს.მარტო მინდა რომ ეს ტკივილი გაქრეს და წავიდეს.

წარსულის დავიწყება არ მინდა არა.არ მინდა დავივიწყო ის.არ მინდა წამართვან ჩემი მოგონებები.არა.მინდა მახსოვდეს, მაგრამ თან არ მინდა.მინდა არ მიყვარდეს,მაგრამ რომ მიყვარს რა ვქნა?
მინდა არ დაბრუნდეს,მაგრამ მინდა ჩამეხუტოს.მინდა მითხრას ის რაც მაშინ მითხრა,მინდა იგივე გაიმეოროს.მაგრამ ოცნებობა ღირს?არა.

ბედნიერება ნამდვილ სიყვარულშია.მესმის რომ სიყვარულს ტკივილიც მოსდევს,მაგრამ ამდენი?ეს გაუსაძლის გრძნობა როგორ გადავაგორო?რა უნდა ვქნა თუ არა სიკვდილი?
მაგრამ დავისვენებ რომ მოვკვდები?
                        ...არა...
რატომ ვერ დავისვენებ?იმიტომ რომ ჩემი წასვლით ვატკენ გულს იმ ადამიანს, რომელმაც გამაჩინა,რომელმაც გამზარდა,რომლის წყალობითაც ვსუნთქავ.ვატკენ გულს ჩემს პატარა ძმას, რომელიც ჩემი დედმამიშვილია.რომელიც ჩემი სისხლი და ხორცია.ვატკენ,რადგან ვუყვარვარ.

მაგრამ ვუყვარვარ მათ?იქნებ ჩემით დაიღალნენ?არ ვიცი.სულ მახსოვს ის სიტყვები რასაც დედა მეუბნება.
"მე სულ შენს გვერდი ვიქნები სულ მუდამ დაგეხმარები."
მახსოვს ჩემი ძმის სიტყვები.
"არ უნდა ტირიდე,რადგან შენ ჩემნაირი ძმა გყავს,რომელსაც ძალიან უყვარხარ"
არა,არ მინდა ვატკინო.არ მინდა სხვამაც იგრძონს მონატრება,არ მინდა იგრძნონ გულისტკივილი,არ მინდა იგრძნონ იმედგაცრუება,რადგან ამ სამ გრძნობაზე საშინელი არაფერია.

არ მინდა სხვაც დაიტანჯოს,ამიტომ ვცოცხლობ ძლივს-ძლივობით...სწორედ მათ გამო ვიტან ამ ტკივილს.
იმ ტკივილს,რომელიც შინაგანად მსერავს,მაუბედურებს და მკლავს.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now