თავი 2

747 45 14
                                    

ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი, თვალიდან ჩამოგორებული ობოლი ცრემლი მოვიმშრალე და სააბაზანოში შევედი.
სარკის წინ ჩემს ჩაწითლებულ თვალებს შევყურებ.ნუთუ ისევ მაქვს გრძნობები?ნუთუ იმის შემდეგ გრძნობები გამაჩნია?
მაშ თუ ესე არ არის,თუ უგულო ქვა ვარ, რატომ, რატომ მტკივა?რატომ ვიტანჯები? რატომ გამოჰყოფს თვალი ამ მარილიან სითხეს?

ცხელ წყალში ჩავწექი,რომელიც უამრავი ქაფით არის სავსე.რომელსაც საოცარი ვარდის სურნელი სდის,რომელიც ჩემს ყნოსვის რეცეპტორებს უფრო და უფრო "ჟღინთავს."

ყველაფრის დავიწყება და უბრალოდ თავიდან დაწყება მინდა...მინდა წავიდე აქედან,მაგრამ არ შემიძლია.არ მინდა უბრალოდ დავტოვო მოსიყვარულე დედა,
არ მინდა მივატოვო ჩემი პატარა ძამიკო.
ყველაფერზე ვფიქრობ.იქნებ ჩემი წასვლით მათ თავისუფლება მივანიჭო?მაგრამ არა.ვიცი რომ ორივეს ვუყვარვარ,ვიცი რომ ჩემი წასვლით გული ეტკინებათ,ამიტომ ვჩერდები აქ...

დედა ჩემი ერთადერთი ნამდვილი კეთილის მსურველი და მრჩეველია.როდესაც მიჭირს მასთან მივდივარ,თავს მუხლებზე ვადებ და გულამოსკვნილი ვქვითინებ.
ის კი მუდამ მეფერება და მამშვიდებს.მუდამ მესაუბრება სამყაროზე და მოჰყავს არგუმეტი თუ რატომ არ უნდა დავუშავო თავს რაიმე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქ როდესაც იბადები...

ჩემი პატარა ძმა ყოველთვის გვერდით მიდგას.მართალია პატარაა,მაგრამ როდესაც ვტირი ჩემს ოთახის კარზე ნაზად აკაკუნებს,თავს შემოჰყოფს,ჩემთან ახლოს მოდის,მეხუტება და საუბარს იწყებს.
-დაიკო ჩემო ლამაზო არ უნდა ტიროდე, რადგან შენს უნაზეს სახეს ტირილი არ უხდება...მუდამ უნდა გაიღიმო და არასდროს მოიწყინო,რადგან შენ ჩემნაირი სიმპატიური ძმა გვერდში გყავსო.

მის ამ სიტყვებზე ყველანაირი დარდი მიქრება და მხოლოდ მეცინება.ის ისეთი მზრუნველია.მუდამ ცდილობს ჩემს გამხიარულებას,რაც მართლა გამოსდის.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now