თავი 13

258 28 14
                                    

ტყეში შევედი.გავიკვლიე უამრავი ხე.ბოლოს კი ერთ წყნარ,ულამაზეს ადგილს მივადექი.გარშემო სულ ხეებით იყო შემოფარგლული.ცარიელ ადგილს კი ერთი უზარმაზარი ტირიფი ამშვენებდა.მარტო იდგა.თითქოს მისი განსხვავებულობის გამო ჩაგრავდნენ,მას კი სტკიოდა და ტიროდა.

ხესთან მივედი და მის ქვეშ ჩამოვჯექი.
-ვიცი რასაც გრძნობ.-ამოვიჩურჩულე.-სრულიად მარტო ხარ,ისევე როგორც მე.იქ გაგიმაგრდა ფესვები სადაც შენი ადგილი არ არის.-სიმწრის ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე.-მესმის შენი,სამწუხაროდ მეც ესე ვარ.გავჩნდი ამ სამყაროში და ტკივილის, დამცირების,ზურგშექცევის მეტს ვერაფერს ვგრძნობ.-ღრმად ჩავისუნთქე.-მაგრამ მაინც ვცოცხლობ,მაინც ვიღვიძებ ყოველ დილას და მაინც ვუხდი ღმერთს მადლობას რომ ყოველი დღე მითენდება.-თავი მივადე მოსქელო ხეს.-იმის მიუხედავად რომ ვიტანჯები,მაინც მიხარია ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ გამოვცადე სიყვარული,ერთხე მაინც რომ მივიღე სითბო,მაინც მიხარია.სამაგიეროდ ისეთი ტკივილი ვიგრძენი სიყვარული სულ გადამავიწყდა.-ცრემლების ახალი ნაკადი მისველებდა სახეს.ლოყიდან ყელში, ყელიდა მკერდზე ჩამომიგორდა თბილი ახლად "დაბადებული" სითხე.

შესაძლოა გიჟს ვგავარ,რადგან ხეს ვესაუბრები.მაგრამ არავინ ვიცით იქნებ ისიც განიცდის რამეს?ვერავინ დაამტკიცებს ამ ყველაფერს.
გიჟი არ ვარ.მე ერთი უბრალოდ განადგურებული,უბრალოდ ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი ვარ,რომელიც თავის ტკივილს გულში ვერ იტოვებს და ბუნებას შესჩივის.

არ შევაწუხებდი,მაგრამ მეგობარი არ მყავს.არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდში ვისაც გულს გადავუშლი.მართალია დედა მყავს,რომლესაც ვენდობი,მაგრამ მას ვერ ვეუბნები სრულიად ყველაფერს.ამიტომ ვაწუხებ ჩემი პრობლემებით ამ ტირიფს,რომლესაც მისი ლამაზი ტოტები დახრილი აქვს.რომელიც ზუსტად ისეთი განადგურებულია როგორც მე.

გარედან კი გვეტყობა რომ ვერცერთი ვართ კარგად.მაგრამ შინაგანად ვერავინ წარმოიდგენს რომ ამ მომღიმარი გოგონას წარსულში ასეთი სიმახინჯე იმალება.

მე უბრალოდ და დაუნდობლად ვკარგავ საკუთარ თავს.ისე ხდება ეს ყველაფერი ვერც კი ვიაზრებ.ისე მომდის ცრემლი,ისე მემსხვრევა მოგონებები...ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდება.

დღიური ერთადერთი იყო,ვინც ჩემი გრძნობები შეინახა,ერთადერთი მეგობარი,რომელიც არ წასულა ჩემგან და არ გავუჭორივარ.შემდეგი ეტაპი დღიურში არ ვიცი როგორია.ბედნიერების მეორე ეტაპი ალბათ,ასე დავასათაურებდი.

არ მინდა წაკითხვა არა.მაგრამ სამუდამოდ რომ დავისვენო ღირს.რადგან ისედაც ძალიან დავიღალე.არ ვიცი რა მოხდება,როდესაც დავამთავრებ,როდესაც მდინარეში მოვისვრი.არ ვიცი,იქნებ გაქრეს ეს წყეული გრძნობა...

იქნებ დავივიწყო,მაგრამ ასე რომ არ მოხდეს,რა უნდა ვქნა?არ ვიცი.
ფეხები მოვკეცე,მუხლებზე დღიური დავიდე და კითხვა განვაგრძე...

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now