თავი 14

253 27 15
                                    

(2018 წლის 1 დეკემბერი)
იმის მერე რაც ჩემმა მწვანეთვალებამ სიყვარული ამიხსნა,იმის მერეე რაც მეორედ გავხდი მისი, დაახლოებით ერთი თვე გავიდა.

ამ ერთი თვის მანძილზე გავიცანი მისი მშობლები,რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩემს გამო ჩამოვიდნენ.ძალიან აინტერესებდათ მისი შვილის სიყვარული.
მოსიყვარულე დედა,რომელმაც თბილად მიმიღო და გულში საკუთარი შვილივით ჩამიკრა.მოსიყვარულე მამა,რომელიც ალექსანდრეს მართლაც ძალიან გავდა.

ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.მხოლოდ ერთი პრობლემა იყო.ჩემი მეგობრები არ მელაპარაკებოდნენ.ეს კი შინაგანად მღრღნიდა.არ მესმის რატო არ მოსწონთ ალქესანდრე.მის გამო მუდამ მკიცხავენ და სულ შენიშვნებით მავსებენ.რაც დამერწმუნეთ მართლა არ არის სასიამოვნო.

პირველი დეკემბერია,რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი კონცერტი უფრო და უფრო ახლოვდება.დროის გავარდნასთან ერთად ნერვიულობაც დღითი დღე იზრდება და ბატონდება ჩემში,მაგრამ ჩემი ბიჭის წყალობით მუდამ დაცულად,კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ თავს.

-საყვარელო ალექსანდრე მოვიდა.-თავი შემოყო ოთახში დედამ და გაიღიმა.გახარებული წამოვდექი საწოლიდან და ოთახი დავტოვე,კიბეები ჩავირბინე და კედელთან მიყრდნობილ სიმპატიურ არსებას მთელი ძალით მოვეხვიე.

-ძალიან მომეანტრე პატარავ.-ყურთან ჩამჩურჩულა და იქვე პატარა კოცნა დამიტოვ,რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და სხეული მომიდუნდა.
-მეც ძალიან.-გავიღიმე და ძლივს მოვშორდი მის მკერდს.

სადილი ერთად მივირთვით.ჩემმა პრინცმა მის აგარაკზე წამოსვლა მთხოვა.ძალიან მინდოდა წასვლა,დედა ყოყმანობდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც დაგვთანხმდა.მითხრა რომ ერთი კვირით მივდიოდით და ტანისამოსი ჩემოდანში ჩამეწყო.მალევე გავემზადე და ბედნიერი დავტოვეთ სახლი.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now