თავი 7

341 30 6
                                    

ვიგრძენით თუ როგორ გამოძრავდა ჩემს გვერდით საწოლი,თუ როგორ წამოდგა ფეხზე "ვიღაც".თვალები ძლივს-ძლივობით გავახილე და შევეგებე დედას.

დედას,რომელმაც მომავლინა ამ სამყაროს...დედა,ეს ადამიანი ხო ჩემი ერთადერთი საყრდენი კედელია.მის გარდა სამყაროში ვერავის ვენდობი,ვერავის ვუამბობ იგივეს,რასაც მას...ის ჩემი ერთადერთი,ნამდვილი მეგობარია,რომელსაც ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა...

-გაიღვიძე ჩემო ლამაზო?-მომიგო და გამიღიმა.თავი დავუქნიე და მკრთალად გავიღიმე.-საუზმეს მოვამზადებ და დაგიძახებ,მანამდე კი თავი მოიწესრიგე ძვირფასო.-შუბლზე პატარა კოცნა დამიტოვა,შემდეგ კი ჩემი ოთახიდან ნაზი, ხმადაბალი ნაბიჯებით გავიდა...

თავი მალევე მოვიწესრიგე.ვიცოდი რომ დრო მქონდა,დრო მქონდა რომ ამომეღო "ჩემი მესაიდუმლე" და გამეგრძელებინა კითხვა...

(2018 წლის 21 სექტემბერი)
ძალიან ვნერვიულობ.დღეს სამუსიკო სასწავლებელში მოსმენა მაქვს.სწორედ ამ მოსმენით გადაწყდება,მივიღებ თუ არა მონაწილეობას საახალწლო კონცერტზე.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის...

-ელენე წერეთელი-გავიგონე მკაცრი ქალბატონის ხმა,რომელსაც შავი გამჭირვლე სათვალე მოერგო და სერიოზული სახით იყურებდა.ფეხზე წამოვდექი და მას მივუახლოვდი.
-ქალბატონო მე ვარ ელენე.-მივუგე და თვალებში ჩავხედე.გაეღიმა და ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნა ძვირფასო.თუ შეიძლება შემობრძანდით.-მომიგო და წინ გამიძღვა.რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და მას ავედევნე.

როიალის წინ მოვთავსდი,კიდევ ერთხელ მოვავლე სამ შემფასებელს თვალი და დაკვრა დავიწყე.თვალები როგორც ყოველთვის მიმენაბა.მთელი სხეულით ვუკრავდი,თითქოს მასში ვიძირებოდი.მელოდია გულს მიჩუყებდა,გულს მითბობდა და სიყვარულით მივსებდა.

გამახსენდა ის მწვანე უძირო თვალები, გამახსენდა ჩვენი პირველი კოცნა,ჩვენი პირველი საუბარი.ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.იმოქმედა უკეთესობისკენ.ძლიერად ვუკრავდი, ძალიან ძლიერად.როდესაც დავასრულე, აცრემლებული თვალები გავახილე და გაოცებულ შემფასებლებს გავხედე.

ცალმხრივად შემიყვარდიWhere stories live. Discover now