Harrys pov:
აუ ეს სიცხეებიი!!უკვე აღარ შემიძლია!ეზოში შესვლისთანავე მაისური გავიძრე,შარვალიც მივაყოლე,ყველაფერი გაზონზე დავყარე და თავით აუზში გადავეშვი.ცხელ სხეულზე ცივი წყალი საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,ამიტომ ამოსვლას არ ვჩქარობდი.
-კრისტინაა!!!-დავიყვირე,როდესაც აუზიდან ამოვედი-სად არის ეს გოგო.კრისტინა!!!
-მოვდივარ,მისტერ სტაილს.-კიბეებიდან მოსამსახურის ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა მორბოდა.
-რომ გეძახი უნდა მოხვიდე და ორი საათი არ უნდა დამაყუდო.ახლა კი პირსახოცი მომიტანე!-ვერც ვხვდები ამ უქნარას ფულს რა პონტში უხდიან!
-სტაილსს!!ისევ ისეთი კრეტინი ხარ?-აუზის კიდეზე ჩამოვჯექი და ეზოში ახლად შემოსულს დერეკს გავხედე.
-ჩემი შენ გითხარიო. რას მივაწეროთ სტუმრობა?
-კარგი რაა! ნუთუ არ შეიძლება უფროს ძამიკოს მოენატრო და გნახოს?-ვითომ გაიბუტა ,ნიკაპი ასწია და სხვა მხარეს გაიხედა. ფუ ეს ჩათლახი.
-წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებიდან ვიცი,რომ უეჭ რაღაც გინდა.-კრისტინამ პირსახოცი მომიტანა,პრესზე ჩამოვისვი ,თმაც ოდნავ შევიმშრალე და პირსახოცი იქვე მივაგდე,მოსამსახურეები გვყავს და მე რა ვალდებული ვარ ყველაფერი მოვაწესრიგო.
-გაიგე ახალი ამბავი?-დერეკი შეზლონგზე წამოწვა და სახე მზეს მიუშვირა.
-რა ამბავი?
-ტომფსონების სიამაყე ჩამოდის.
YOU ARE READING
Deal
Romanceინდიანა გერმანიიდან 5 წლის უნახავ ოჯახთან ბრუნდება.,უკვე ჩამოყალიბებული ქალი,რომელსაც საქმის მეტი არაფერი ადარდებს,განსაკუთრებით კი პირადი ურთერთობები.თუმცა ეს იქამდე,სანამ ჰარი სტაილს არ გაიცნობს,რომელმაც საშინელი გარიგება დადო...