Brothers

525 24 6
                                    

  აუ ვერაა!!ეზოს მილიმეტრებითაც ვერ მივუახლოვდები იმდენი ხალხია.კაით რაა!!მანქანები მოდიან და მოდიან,მე კი თვალში არავის რომ გავჩხეროდი ისევ სალივანებთან გავაჩერე მანქანა.სალონში ვეღარ გავჩერდი ,სული მეხუთებოდა,ამიტომ ფეხსაცმელები გავიძრე,უკანა სავარძელზე გადავყარე, ტანტალით გადმოვედი და ,,კაპოტზე"დავჯექი. ტელეფონი თან მქონდა,კამერაში ჩავიხედე, ჩამოდღაბნილი თვალის მაკიაჟი შევისწორე და ინტერნეტში ძრომიალი დავიწყე.

     ფეხმორთხმით ვიჯექი და ინსტაგრამზე რაღაცეებს ვნახულობდი,როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგე.

-Well,well,well...წვეულების მთავარი გმირი გარეთ რატომ არის?-უკან მივიხედე და ის დერეკი თუ ვიღაც.

-აუ შენი თავი არ მაქვს,ხოდა გაიარე რა.-თვალები ავატრიალე.

-ისევ ის უხეშობა?

-აბა რას მოელოდი?-გვერდით დაჯდომა უნდოდა,მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება.ფეხები მთლიან სიგრძეზე დავალაგე.

-რა ეკლიანი ვარდივით ხარ.-ხელები ზურგს უკან წაიღო.

-ახალი ამბავი.

-მართლა ეგეთი ხარ,თუ თავს იფასებ?-მკითხა.

-თავს ვიფასებ შენთან?ღმერთმა დამიფაროს.

-ხო რავი,ზოგიერთებს კარგად კოცნი და...

-მერე შენ რა.

-არაფერი,პროსტა იქნებ მეც...-ამაზე წამოვენთე.

-მოიც,მოიც,მოიც!ძუკნა გგონივარ?-თავი დახარა და წარბები ასწია.-ახლა კარგად მომისმინე,კრეტინო.-მანქანიდან ჩამოვედი და მისკენ სიარული დავიწყე-გირჩევნია ჩემგან თავი შორს დაიჭირო,თორემ გადავაბიჯებ იმას,რომ გოგო ვარ,თავმოყვარეობასაც და შემწყნარებლობასაც გადავაბიჯებ და ისეთ რამეს დაგმართებ,მთელი ცხოვრება ინანებ მაგ სიტყვებს.-მკერდზე თითს ვურტყავდი.

-კაი ხო!დაწყნარდი!პატარა გოგონა გაბრაზდა?სიმართლე მოისმინა და ეწყინა-მოწყენილი სახე მიიღო.ეს გველი!!უკვე ამომასხა,ამიტომ მთელი ძალით მუშტი დავარტყი.წაბარბცდა და უკან გადგა,ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.ხელი საშნლად მეტკინა,დავიზილიე მაგრამ ტკივილი მაინც არ გამიყუჩდა.

DealWhere stories live. Discover now