Hailey...

460 23 8
                                    

Harrys Pov

 ღმერთო ჩემო,ბოლო დონის სირი ვარ. ვუყურებ ჩემს მკლავებში მოქცეულ უმწეო არსებას და საკუთარ თავს ვაგინებ. შეთანხმებაზე უარი რომ ვთქვა არა? მაგრამ დერეკს ვიცნობ,თან ძალიან კარგად,ამას არ დაუშვებს. დაწყებულ საქმეს ყველაფრის ფასად დამასრულებინებს. ერთი ხელი შუბლზე მოვისვი,რადგან უკვე ცივი ოფლი მასხამდა,ინდიანა კი მშვიდად სუნთქავდა.

    რამე უნდა ვიღონო,მას ნელ-ნელა ვუახლოვდები ,რაც საოცარი გრძნობაა,ცოტა მაგარი ნაჭუჭია გასატეხად,მაგრამ რამეს მოვახერხებ.იმდენად საინტერესო და კარგია მასთან დროის გატარება,რომ მინდა სულ ჩემთან იყოს.ეჰჰ..სტაილს,მაგარ ტრაკში ხარ. მგონი მომწონს??ასე მალე?? კვირაც არაა რაც ვიცნობ,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში,რომ ამ გოგოს ჭკუიდან შევეშალე. მის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი და თან თვალებს ვხუჭავდი. ამდენი ფიქრით მეც დავიღალე,დროა დავიძინო ,მაგრამ რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ,არ დავუშვებ,რომ ინდიანა ჩემგან წავიდეს.

________________________________________________________________________________

 დილით რომ გავიღვიძე ჩემს გვერდით არავვინ იწვა,დაფეთებული წამოვხტი,სახეზე ხელი ნერვიულად მოვისვი და აქეთ-იქით მიმოვიხედე.სასწრაფოდ ავდექი,ფეხსაცმელები ჩავიცვი და გარეთ გავედი.ტყუილად ვნერვიულობდი,ინდიანა იდგა და დილის სიმშვენიერით ტკბებოდა. მის გარდა ირგვლივ არავინ იყო,ამიტომ ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,უკან დავუდექი ,გაშლილი თმა ერთ მხარეს გადავუწიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. გაეღიმა და თავისი ულამაზესი ყავისფერი თვალები შემომანათა.

-ხანდახან შენი არ მესმის-უცებ ვუთხარი,რაზეც უბრალოდ ჩაიცინა,მე კი თავი მხარზე ჩამოვადე.

-რატო?

-ხან ახლოს არ მიკარებ,ხან კი ისეთი თბილი ხარ.

-ნუუ,თუ მაგას გულისხმობ,ჩემი თავის მეც ვერაფერი გამიგია.

-იმედია დღეს სულ ასეთი თბილი იქნები,ხო?

-ნუ ვნახოთ.-ვუყურებდი და ვგრძნობდი გული სიამოვნებისგან როგორ მევსებოდა.არასოდეს მეგონა სექსის გარდა ასეთ სიამოვნებას ოდესმე თუ ვიგრძნობდი.ეეს გოგო შეუხებლადაც აღმაგზნებს.

DealWhere stories live. Discover now