დიდი არაფერი მომხდარა,ორივე საშინლად დაღლილები ვიყავით,ამიტომ გავჩერდით.მისი მაისური და პიჟამოს შარვალი ჩავიცვი,საწოლში დავწექით და ტელევიზორში ,,არჩევანს"ვუყურებდით(ნიკოლას სპარკსის კინოა,უყურეთ,არ ინანებთ)
-ჰარი,შენ რა,ტირიხარ?-ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ვკითხე.
-არა ,რას ამბობ-ცრემლები მოიწმინდა
-ააა,თვალში რაღაც ჩაგივარდა?
-არა,ალერგია მაქვს
-რაზე?ბედნიერ დასასრულზე?-წარბაწევით გამომხედა
-ამას უყურეთ რაა!!ეგრე ხო?-ჩემს ზემოდან მოექცა და ღუტუნი დამიწყო.
-ჰარიიი!!!ვერ ვსუნთქაავვვ!!!-ბოლო ხმაზე ვწიოდი და ვიცინოდი
-აბა რა გეგონა-სიცილში ამყვა,მე კიდევ ვცდილობდი მისი ხელები მომეშორებინა,ეს ყველაფერი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა.ჰარის ტელეფონი იყო
-არ უპასუხებ?-სული ძლივს მოვითქვი
-ოო,დაიკიდე.
-ხო ხედავ არ გაუთიშავთ,მიდი უპასუხე-ერთი ამოიოხრა და ტელეფონს რომ დახედა წარბი შეკრა.-გავალ,კარგი?
-რავი,კაი-ღმერთო როგორ დასერიოზულდა,მინდოდა გამეგო რა ხდებოდა,მაგრამ ვიცოდი,ეს გააბრაზებდა
Harrys Pov
-რა ჯანდაბა გინდა,დერეკ
-ეს შენი დადგმა საოცრად მომეწონა,წამით მართლა დავიჯერე რომ ვითომ შეგიყვარდა.-მისი ხმა საოცრად მაღიზიანებს
-დერეკ,შეთანხმების გაუქმება მინდა
-ოჰოჰოოოო!!!ესეიგი მართლა შეგიყვარდა
-დიახაც!!იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა!
-ეგრე ადვილი არ იქნება,შეთანხმების გაუქმება იმაზე ძვირად დაგიჯდება,ვიდრე მაგ ძუკნას დავიწყება.-უკვე ვგრძნობდი ბრაზს,რომელიც მახრჩობდა
-ეგრე ნუ ეძახი,თორე სადაც გიპოვი იქვე ჩაგაძაღლებ-ვცდილობდი არ მეყვირა,რადგან გვერდითა ოთახში ინდიანა იყო-რა გინდა?რას ითხოვ?
-ოო,ეს ჯერ არ ვიცი,მაგრამ ჩათვალე მაგარ ტრაკში ხარ.ტომფსონების აქციებიც 40%დამაკარგვინე.
-ჩემი ძმა არ ხარ?-გულწრფელად ვკითხე-როგორ შეგიძლია შენი სისხლი და ხორცი გამაუბედურო?
-ახლა ვარ სისხლი და ხორცი?მოდი იმის გახსენებას არ დავიწყებ როგორ გამაუბედურე შენ,ჩემმა სისხლმა და ხორცმა.-ტელეფონი სასწრაფოდ გავთიშე,ყვირილი მინდოდა,მაგრამ ვერ ვყვიროდი,სუნთქვა მინდოდა,მაგრამ ვერ ვსუნთქავდი,ვხვდებოდი,რომ მალე ყველაფერი აირეოდა.
-ჰარი?-მესმის ინდიანას ნაზი ხმა,მისკენ შევტრიალდი და ძალიან გაკვირვებული მიყურებდა-კარგად ხარ?
-საკმაოდ-ჩავიცინე და თმა გადავიწიე
-რაღაც არ გეტყობა-ახლოს მოვიდა და წელზე ხელები მომხვია,რაზეც მოვდუნდი.
-რაღაცას გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე,კარგი?
-ჰარი რა ხდება?უკვე მაშინებ-შეშინებული ხმა ჰქონდა,მაგრამ როგორც შემეძლო დავამშვიდე
-მინდა იცოდე,რომ ამ ცოტა ხანში იმხელა ბედნიერება მომანიჭე,როგორც არასდროს.ყოველი დღე შენზე ფიქრში თენდება და ღამდება.მიყვარხარ,ინდიანა-გაოგნებული მიყურებდა,ცრემლებითაც კი აევსო თვალები,ხელები უფრო მაგრად მომხვია
-არასოდეს დამტოვო-თავი თმაში ჩამირგო და მხრებზე მომეფერა
-არ წავალ,თუ ამას თვითონ არ მეტყვი
-ამას არასოდეს გეტყვი
-წინასწარ ნურაფერს იტყვი-უკვე ხმაში ბზარი გამიჩნდა,მისი გაშვება ამ სულელური სანაძლეოს გამო არ მინდოდა.
-დარწმუნებული ვარ,არასოდეს ვიტყვი-ხელში ავიყვანე,საძინებელში საწოლში ჩავაწვინე და გვერდით მივუწექი.საბანი დავიფარეთ და მაგრად მივიხუტე,ვინ იცის,იქნებ ეს ბოლო ღამე იყოს,როდესაც მასთან ასე ახლოს ვიქნები.თვალები დავხუჭე,მაგრამ გული მეკუმშებოდა,რადგან გონებაში მხოლოდ დერეკის სიტყვები მიტრიალებდა, ეს ძვირი დაგიჯდებაო..
YOU ARE READING
Deal
Romanceინდიანა გერმანიიდან 5 წლის უნახავ ოჯახთან ბრუნდება.,უკვე ჩამოყალიბებული ქალი,რომელსაც საქმის მეტი არაფერი ადარდებს,განსაკუთრებით კი პირადი ურთერთობები.თუმცა ეს იქამდე,სანამ ჰარი სტაილს არ გაიცნობს,რომელმაც საშინელი გარიგება დადო...