First kiss

268 29 17
                                    

რბოლა... შეიძლება ერთი ძვეულებრივი სიტყვაა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანში არანაირ ემოციებს აღძრავს მაგრამ თეჰიონისთვის ეს სიტყვა მისთვის იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე სხვებს წარმოუდგენია.წლებია ჯონგინის გარდა თავისი მეორე მეგობარი ბაიკია ხოლო მეორე სახლი რბოლა და ის ადგილი სადაც ის აფარებს თავს ყოველთვის. როდესაც გაბრაზებულია ან თუნდაც ზედმეტ ემოციებს გრძნობს მოდის იმ ადგილზე და ემოციებისგან მთლიანად იცლება. იცოდა ეს ყველაფერი ჯონგინმა ამიტომ არ შეეწინააღმდეგა მაგარმ რამდენიმე დაცვის წევრის თანხლებიტ გაუშვა. თეჰიონს ამაზე ორიბლემა არ ჰქონდა მთავარი იყო თავის ბაიკზე დამჯდარიყო და ყველანაირი პრობლემა უკან მოეტოვებინა. გადაწყვიტა იქ წასლიყო სადაც ჯონგუკს შეხვდა, შეეძლო სხვაგანაც წასულიყო მაგრამ რატომღაც იქ უნდოდა წასვლა და ასეც მოიქცა. 

თავისი ბაიკით გაარღვია ხალხთა მასა და იქვე გაჩერდა, ჩაფხუტი მოიხსნა და გარემოს მოავლო თვალი. ბევრ ნაცნობს ხედავდა და ასევე ბევრ უცნობს, ღრმად ამოისუნთქა და მისკენ მომავალ ჯეიკობს გაუღიმა.

- მეგონა აღარასდროს გამოჩნდებოდი. - სიცილით თქვა და თეჰიონის წინ გაჩერდა.

- არ მეცალა ეს დღეები - გაეცინა თეჰიონს და თმები უკან გადაიწია - რა ხდება აბა?

-  იმ ღამის შემდეგ აღარ გვინახიხარ, დანარჩენები იმედგაცრუებულები იყვნენ იმის გამო რომ ვერ გავიმარჯვეთ.

თჰეიონმა უბრალოდ ჩაიცინა, რეალურად მან გაიმარჯვა. თვითონ გაამარჯვებინა ჯონგუკს და ეს თვითონ ჯონგუკმაც იცის.

- არაუშავს შემდეგისთვის კარგად მოვემზადებით და ჩვენ გავიმარჯვებთ. - გაუღიმა და ჩაფხუტი დაიფარა და მონაწილეთა რიგში ჩადგა.

წინ იყურებოდა და თან მის გონებაში ერთგვარი ქაოსი იყო. უნდოდა რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო და შეძლებოდა ყველაფრის დავიწყება.

I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.Where stories live. Discover now