- ჯონ ჰოსოკ? - კითხულობს შიშით როი და გარშემო იყურება ეძებს, რომელიმე მცველს მაინც ვინც მის დაცვას შეძლებს.
ჰოსოკი როისკენ არც იყურება მხოლოდ თეჰიონს უყურებს და მის გვერდით დაგდებულ უკვე მკვდარ მცველს. სიბრაზისგან ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავს. თვალებს ხუჭავს და ჰაერს ისუნთქავს თეჰიონს კიდევ ერთხელ ათვალიერებს ატყობს, რომ ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონზე. შემდეგ კი მზერა როიზე გადააქვს, ნელი მოზომილი ნაბიჯებით უახლოვდება და მის პირდაპირ მდგარ დივანზე ჯდება.
- აბა როი - იწყებს საუბარს და თან ფისტოლეტს წმინდავს - რატომ დაუშვი ასეთი შეცდომა?
- მე მხოლოდ ჯონგინის დაჭერა მინდოდა, ბატონო ჰოსოკ. - ამბობს კანკალით და ცდილობს დამშვიდდეს რაც არ გამოსდის. - არ ვიცოდი ამ...ამ ომეგას თქვენთან თუ რაიმე კავშირი ჰქონდა.
- ეს ომეგა, როგროც შენ ეძახი - გაჩუმდა და თეჰიონს შეხედა რომელიც უყურებდა და ელოდებოდა რას იტყოდა - ჩემი ძმის ომეგაა.
თეჰიონს გაეცინა ჯონ ჰოსოკისგან უკვე აღარაფერი უკვირს, არც კი სწყენია თითქოს მიეჩვია უკვე უარყოფას ახლა მხოლოდ ძმის ნახვა და ამ ადგილიდან შორს წასვლა უნდოდა.
- წაიყვანეთ. - ამბობს ჰოსოკი ფეხზე დგება და თეჰიონს უახლოვდება.
- ჯონგინთან შეგიძლია წამიყვანო? - ჩუმი ხმით ამბობს თეჰიონი და თვალებში არც უყურებს.
- წამოდი. - ოხრავს როცა ამჩნევს რომ თეჰიონს ფეხზე დგომის ძალაც არ აქვს და იჭერს როცა ბორძიკდება.
მანქანაში სრული სიჩუმეა მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა. თეჰიონი მხოლოდ ფანჯარაში იყურებოდა და სიჩუმეს ინარჩუნებდა.
- დიდხანს უნდა მიყურო, ჰოსოკ? - ამოიოხრა თეჰიონმა და ჰოსოკისკენ მობრუნდა რომელიც მართლაც უყურებდა.
- აქ რას აკეთებდი?
- დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯონგინი როიმ გაიტაცა და მაშინვე წამოვედი.- შეწინააღმდეგების თავიც არ ჰქონდა თან იცოდა, რომ თვითონ თუ არა როის მაინც ათქმევინებდა ყველაფერს.
ESTÁS LEYENDO
I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.
Fanficცხოვრება სადაც ყველაფერი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ეს ის სამყაროა სადაც არ შეგიძლია შენი საყვარელი ადამიანის დაცვა. იცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ რეალურად არ ხარ. როცა საქმე შენს საყვარელ ადამიანზე მიდგება შენი სიმამაცეც და ყველაფერიც თითქო...