შეჯიბრის დღე მოახლოვდა და ყველა ისე ემზადებოდა და ყველას ისე უნდოდა ამ შეჯიბრში თავისი მაქსიმუმი დაედო თითქოს ეს სიკდილ სიცოცხლის საქმე ყოფილიყო. ბაიკერების სულ 3 ძლიერი კლანი არსებობს, რათქმაუნდა არიან კიდევ რანდენიმე მაგრამ ისინი ამ სამ კლანთან ახლოსაც კი ვერ მოვლენ. პირველი კლანი 'მგლების კლანია' მათ ხელზე ტატუირებული დიდი მგლის თავია გამოსახული, ამიტომ ნებისმიერს ადვილად შეუძლია გაიგოს თუ რომელ კლანს ეკუთვნის კონკრეტული პიროვნება. მეორე ჯონგუკის კლანია რომელსაც ' თავის ქალების' კლანად მოიხსენიებენ, მათი სიმბოლო ბაიკზე გამოსახული თავის ქალაა . მესამე კლანი 'არწივის თვალია' ასე მოიხსენიებენ ამ კლანს, მათი სიმბოლო ტყავის ქურთუკზე გამოსახული უზარმაზარი არწივია.
შეჯიბრი იმართებოდა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სადაც ირჩევდნენ საუკეთესო კლანს, მაგრამ ეს შეჯიბრი ყველასგან განსხვავებულია. ამ შეჯიბრში რომელი კლანიც გაიმარჯვებს ის მიირებს კლანის მეფის ტიტულს, ის კლანი იდგება ყველა დანარჩენი კლანის მაღლა და ყველა იძულებული იქნება მას დაემორჩილოს. ამიტომ ყველა მონდომებით ემზადებოდა, რადგან ყველას უნდოდა ამ ტიტულის მოპოვება, მათ შორის ჯონგუკსაც. ყველამ იცის თუ როგორი მრბოლელია ჯონ ჯონგუკი, მას სამივე კლანიდან ყველა ყავს დამარცხებული და ამიტომ თითოეულ მრბოლელს მხოლოდ ის აქვს მიზნად დასახული რომ როგორც იმ წითურმა დაამარცხა ძლევამოსილი ალფა, ისე დაამარცხონ მათაც. აქამდე ეს ყველას წარმოუდგენელი ეგონა მაგრამ წითურის შემდეგ მიხვდნენ რომ შეუძლებელი არაფერია და შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს ამის შანსი.
ჯონგუკი იმ დღის შემდეგ რაც ბოლოს ნახა წითური დაუზოგავად ვარჯიშობს. ცხოვრებაში პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ თავში და ამის გამო ეზიზღება კიდეც, უნდა ამ შეჯიბრში გაიმარჯვოს ეს მხოლოდ იმიტომ უნდა რომ წითურს დაანახოს თუ ვინ არის მეფე. ამ შეჯიბრში მხოლოდ იმიტომ იღებს მონაწილეობას რომ ის დაამარცხოს, სხვა შემთხვევაში ჯონგუკს ფეხებზე კიდია ყველანაირი ტიტული, მისი ცხოვრება რბოლა არარის სხვა გეგმები აქვს, რბოლა მისთის მხოლოდ ჰობი და გასართობია. ამ სამყაროში უკვე აქვს დამკვიდრებული კარგი სახელი.აქაქმდე არც ერთ სულიერს არ შეეძლო მისი დამარცხება მაგრამ წითურმა ის შეარცხვინა, ამიტომ ახლა შეეჯიბრება და აღიდგენს სახელს. ამ შეჯიბრში წითურს აუცილებლად დაამარცხებს.!
![](https://img.wattpad.com/cover/227098951-288-k482069.jpg)
ESTÁS LEYENDO
I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.
Fanficცხოვრება სადაც ყველაფერი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ეს ის სამყაროა სადაც არ შეგიძლია შენი საყვარელი ადამიანის დაცვა. იცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ რეალურად არ ხარ. როცა საქმე შენს საყვარელ ადამიანზე მიდგება შენი სიმამაცეც და ყველაფერიც თითქო...