მესამე

243 26 4
                                    

-ვიცოდი რომ ჩვენი გზები აუცილებლად გადაიკვეთებოდა მაგრამ რა მეგონა თუ ასე?- სიცილით ვამბობ და ჩანიოლს ლოყაზე ვკოცნი.

-მადლობა თქვი რომ ლონდონში მიდიხარ და შენ ადგილას დარჩი- უხეშად მეუბენბა და მანქანაში  ჯდება.

-შენი აზრით ლონდონში არ ვყოფილვარ? შენ წარმოიდგინე და ლონდონში დავიბადე თუ ის იცოდი მამაჩემი ვინ იყო ის არ უნდა გცოდნოდა სად ვცხოვრობდი?- ვეკითხები მაგრამ ღიმილი სახეზე მახმება როცა რაღაცას ვიაზრებ- ჩემი ოჯახი ლონდონშია, შენ რა გინდა რომ გველების ორმოში ჩამაგდო? მათ თუ გაიგეს რომ მე ლონდონში ვარ დამიჯერე კარგი არაფერი დამემართება, ამიტომ გთხოვ სადმე სხვაგან წავიდეთ- ჩანიოლი არც მიყურებდა ისე აგრძელებდა მანქანის ტარებას.

- მაპატიე ძვირფასო მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეხმარები, შენში სამი მილიარდი გადავიხადე- ჩანიოლი ღიმილით მეუბნება და გაზს აჭერს.

- არ მაინტერესებს რამდენი გადიახადე ჩემში უბრალოდ გააჩერა მანქანა- კარებს ვეჯაჯღურებოდი მაგრამ არ იხსნებოდა.

-ორ საათში ლონდონში შენს სახლში ვიქნებით ამიტომ შეგიძლია წყნარად დაიძინო- ჩანიოლი თავზე ხელს მისმევს.

-მანიაკი ხარ? თუ მამაჩემმა გითხრა რომ მასთან მიგეყვანე? თუ ფული გადაგიხადა?- ვეკითხები და თან მხარში ვურტყავდი- ჩანიოლ გააჩერა მანქანა- ამჯერად ხმამაღლა ვიყვირე და მანქანა დაატორმუზა.

- რა ჯანდაბის გამო არ გინდა მათთან წასვლა?- მეკითხება და ჩემსკენ ტრიალდება.

-მეშინია მამაჩემის თან მას შემდეგ რაც გამოვიქეცი ძალიან გაბრაზებული იქნება-  თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.

-რატომ გეშინია?- მზად ვარ ამოუწურავი პასუხი გავცე როდესაც ვენაში ნემსს მარჭობს.

-მათ ჩემი და...- სიტყვის დამთავრებას ვერ ვასწრებ წამალი მოქმედებას იწყებს და მეძინება.

***
-ვიცოდი რომ მაგარი იყავი ჩანიოლ- ნაცნობი ხმა მესმის რომელიც ერთ წელზე მეტია არ გამიგია.

-აქ რა მინდა- უცბად ვდგები ლოგინიდან და მისაღებ ოთახში გავდივარ.

იქ მამაჩემი, დედაჩემი და ჩანიოლი რაღაცაზე იცინოდნენ.

-ძვირფასო როგორ მოგვენატრე- დედაჩემი ჩემსკენ მოდის და მეხუტება მე კი მას ვიცილებ.

- არ გაბედოთ არცერთმა ჩემთან მოკარება თორემ მოგკლავთ- ვამბობ და იარაღს ვტენი.

- როზე რა გჭირს? იარაღი დააბრუნე სადაც იყო, ხომ არ გინდა შენი და გააღვიძო?- მამაჩემი ღიმილით მეუბნება და ჩემსკენ მოდის.

- მამა არ გაინძრე თორემ ზუსტად ისე მოგკლავ როგორც ჩემი და მოკალი, ზუსტად შუბლში გესვრი- ტირილით ვეუბნები მამაჩემს მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა.

- ჩანიოლ შეგიძლია წამალი ისევ გაუკეთო?- დედაჩემის ხმა მესმის და ლოყაზე ხელს მადებს- ძვირფასო ხომ იცი რომ შენთვის და შენი დისთვის ყველაფერი კარგი გვინდა- შუბლზე მკოცნის და ხელს მიჭერს ჩანიოლს კი მეორედ შეჰყავს ჩემში წამალი.

-თქვენ და მომიკალით შემდეგ კი მისი სხეული დაწვით ეხლა კი გინდათ რომ მეც იგივე გამიკეთოთ?- დაბლა დავეცი, დამაძინებელი მოქმედებდა მაგრამ ცრემლები მაინც მომდიოდა.
 

-362-

იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)Where stories live. Discover now