თვალებს ისევ ლოგინში ვახელ მაგრამ ამჯერად ჩემს ოთახში მამაჩემია რომელიც გაბრაზებული თვალებით მიყურებს და ჩემსკენ მოდის.
-პატარა სულელო გოგო, როგორ გაბედე და სახლიდან როგორ წახვედი?- მეკითხება და სახეში მირტყავს.
-როგორ გავბედე?- სიცილით ვკითხულობ და ლოგინიდან ვდგები და მასთან მივდივარ.
-მეორედ არ დავინახო რომ შემეპასუხო გასაგებია? თორემ შენს დას რაც დაემართა ის მონაგონი იმასთან რაც შენ დაგემართება- მეორედაც უნდა შემოერტყა მაგრამ ხელს ვუჭერ და თვალებში ვუყურებ.
-გგონია ჩემი დისავით მეშინია? არა მართლა გგონია რომ შენი მეშინია? ვერასდროს იგივეს და ვერც უარესს მიზამ რაც ჩემს დას გაუკეთე, მას უყვარდი და მაგიტომაც მოახერხე ამდენი რაღაცის გაკეთება მისთვის მაგრამ მე ვერ გიტან, სულიერად მძულხარ როცა გხედავ გულის რევის შეგრძნება მეუფლება ამიტომ არ გაბედო ჩემთან მოკარება თორემ შენი კარგი ადამიანობის ისტორია კორეაში ჩააღწევს გასაგებია?- ვუყვირი შემდეგ კი ხელს ვუშვებ და ოთახიდან გავდივარ იქ კი ჩანიოლს ვხედავ რომელიც გაოცებული მიყურებს.
მასთან ახლოს მივიდვარ და ფეხში ფეხს ვურტყავ.
-ნაბიჭვარი ხარ- ვეუბნები და სახლიდან უცბად გავდივარ და მაღაზიაში შევდივარ შემდეგ კი პარკში სკამზე ვჯდები.
- რა გქვია?- სკამზე ჩემს გვერდით ბიჭი ჯდება და მიღიმის.
-როზე- ვეუბნები და ჭიქიდან წყალს ვსვავ.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა როზე მე სეჰუნი ვარ.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა- ვაპირებ რომ ავდგე მაგრამ ხელს მკიდებს და ისევ სკამზე მსვამს შემდეგ ჩემთან ახლოს მოდის და მკოცნის მეც ვყვები და ჩემი გაბრაზება სეჰუნის ტუჩებზე გადამაქვს და ძლიერად ვკბენ ისე რომ ტუჩებიდან სისხლი მოსდის სისხლს ვწოვ და სეჰუნს ვშორდები.
- მაპატიე ძალიან გეტკინა?- ვეკითხები და სეჰუნს ტუჩებზე ხელს ვადებ და სისხლს ვაშორებ.
- არა ყველაფერი კარგადაა არ მტკენია პირიქით, მომწონს შენნაირი გოგოები- მეუბნება და სკამიდან დგება.
- მეც მომწონს ჩემნაირი გოგოები- თვალს ვუკრავ და მაგ ადგილს ვცილდები სეჰუნს კი გაშტერებულს ვტოვებ.
იმის გამო რომ ახლოს ვიყავი სახლში როცა შევდივარ მამაჩემი სერიოზული სახით მიყურებს.
-ახლა რაღა ხდება?- ვეკითხები და მეორე სართულზე ავდივარ.
-ხვალ შენი საქმრო მოვა მინდა რომ წესიერად მოიქცე- მეუბნება მამაჩემი და მის კაბინეტში შედის.
-საქმრო?- ვყვირი ვარ და ერთ ადგილზე ვიყინები.
აი სად დამერხა!
-301-

YOU ARE READING
იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)
Fanfictionისტორია ოთხმოციან წლებში ინგლისში ხდება, როზე ერთ-ერთ ცნობილ ბარში მოცეკვავეა სადაც ჩანიოლი ხშირად დადის ხოლმე. ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთება. თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდეგ მაშინ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ💖