მერვე

185 23 0
                                    

-მამაჩემზე აღარ მუშაობ?- ვეკითხები.

- არა მას შემდეგ რაც შენ წახვედი კინაღამ მომკლა ამიტომ დავანებე მასთან მუშაობას თავი და შენი მოძებნა დავიწყე ათას ადგილას ვიყავი მაგრამ ვერსად ვერ გნახე ბოლოს ეს ადგილი იყო და მეც მოვედი, მართალია დაბალი შანსები იყო რომ მენახე მაგრამ გნახე და ძალიან მიხარია- ღიმილით მეუბნება  და ჩემს ხელს იჭერს.

- ჩანიოლ იმედია იცი რომ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გითხარი რომ მომწონდი- ვეუბნები მას კი სახე ეცვლება. 

-აღარ მოგწონვარ?- მეკითხება მოწყენილი.

-მომწონხარ მაგრამ შენ რატომ მოგწონვარ-ვეკითხები ღიმილით და ჭიქიდან ყავას ვსვამ.

-მიზეზი არ მაქვს, საჭიროა მქონდეს?-მხრებს იჩეჩს ჩანიოლი მე კი წარბ აწეული ვუყურებ მას.

-რათქმაუნდა საჭიროა- ვეუბნები და ჭიქას მაგიდაზე ხმაურიანად ვდებ.

-მაშინ შენ რა მიზეზით მოგწონვარ?- ამჯერად ჩანიოლი მისმევს კითხვას.

- შენ არავის უთხარი რომ გავიპარე- ღიმილით ვეუბნები.

-მანამდე, შენ მაგ დღეს მითხარი რომ გამოგყოლოდი რადგან მოგწონდი.

-მოგატყუე- სიცილით ვეუბენბი- ხო! აბა სხვანაირად როგორ დამერწმუნებინე რომ არავისთვის არ გეთქვა?

-ნაწყენი ვარ, აღარ დამელაპარაკო- ხელები გადააჯვარედინა ჩანიოლმა და წარბებ შეკრულმა შემომხედა.  

-სამაგიეროდ აქ რომ წამოვედი მაშინ მივხვდი რომ მომწონდი, იმის მიუხედავად რომ ნაბიჭვარივით მექცეოდი- სკამიდან ვდგები და ჩანიოლის გვერძე ვიკავებ ადგილს.

-ვიცი რომ არ უნდა დამებრუნებინე შენს მშობლებთან მაგრამ მამაშენმა მითხრა რომ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა- სახეზე ხელს მადებს ჩანიოლი და თვალებში მიყურებს.

-არაუშავს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და თან უკვე შენ მყავხარ და სხვა არავინ აღარ მჭირდება- ლოყაზე ვკოცნი- ადექი წავიდეთ, ჩემს სახლს დაგათვალიერებინებ- ღიმილით ვეუბნები და ფულს მაგიდაზე უცბად ვდებ და ჩანიოლი გამყავს რომ არ შეამჩნიოს.

-ფული არ გადაგვიხდია- ამბობს და უნდა შებრუნდეს მაგრამ ვაჩერებ.

-გადავიხადე უკვე, წავედით- ვეუბნები და მანქანაში ვსვავ.

პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ მე არ უნდა გადამეხადა მაგრამ გაჩუმდა როცა ჩემი სახე დაინახა.

-სად მივდივართ?- მეკითხება ჩანიოლი.

-ჩემთან სახლში- თვალს ვურკავ და გაზს ვაჭერ.

                                                                                    -274-

იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)Where stories live. Discover now