ქორწილიდან გაპარვა ერთი კვირის წინ მას შემდეგ მომაფიქრდა რაც ჩანიოლი და სეჰუნი ორივე ერთად დამცინოდნენ და მამაჩემი ყოველ წამს მაკრიტიკებდა.
ამ ერთი კვირის მანძილზე ჩანიოლი ყველგან დამყვებოდა და მოსვენების საშვალებას არ მაძლევდა.
ხვალ კი უკვე ქორწილი მაქვს ამიტომ დღეს უნდა წავიდე, შუა ღამეს ჩანიოლიც ამთავრებს მუშაობას და მის ოთახში შედის ამიტომ დაახლოებით ხუთ წუთში ოთახიდან გავალ.
წერილი რომელიც დავწერე ლოგინზე საქორწინო კაბის ზევიდან დავდე და ჩანთა გავიკეთე ფეხსაცმელები ჩავიცვი და ფანჯრიდან გადავხტი.
-ჯანდაბა- ვთქვი ჩუმად და ფეხზე ხელი მოვიკიდე და დავიზილე.
აქეთ- იქით მიმოვიხედე და როცა დავრწმუნდი რომ არავინ იყო ჭიშკართან მივედი და ჩუმად გავაღე შემდეგ კი გავედი.
-ვერ ვიჯერებ რომ ეს გამომივიდა- ჩუმად ვამბობ და ჩქარა ვიწყებ სიარულს როცა ნაცნობი ხმა მესმის.
-იმიტომ რომ არ გამოგივიდა- ჩანიოლი წინ მიდგება და ხელს მკიდებს- რას აკეთებ გაგიჟდი? სახლში დაბრუნდი მალე- სახლისკენ მივყავარ მაგრამ ხელს ვაშვებინებ.
-თავი დამანებე, უნდა წავიდე- გავრბივარ მაგრამ მეწევა და კედელთან მაყუდებს.
- შენი აზრით რისთვის ვარ აქ? სწორია რომ არ მოგცე წასვლის უფლება. შენი აზრით მამაშენი ვერ მიხვდებოდა რომ გაპარვას ეცდებოდი?- სიცილით მეუბნება ჩანიოლი.
-ჩანიოლ გთხოვ ამ ერთხელ დამეხმარე აქედან აუცილებლად უნდა წავიდე მე არ მინდა სეჰუნზე გათხოვება- ჩანიოლისთვის ჩემს სამსახიობო ნიჭს ვიყენებ მაგრამ ისეთი სახე აქვს რომ აშკარად არ სჯერა.
-შენ მშობლებს არ აინტერესებთ შენ რა გინდა, ამიტომ უბრალოდ წამოდი სახლში- ისევ მექაჩება მაგრამ ქამრიდან იარაღს ვიღებ და მას ვუმიზნებ.
- არ მაიძულო მოგკლა- ვეუბნები და ხელს ვაშვებინებ შემდეგ კი პირდაპირ შუბლში ვუმიზნებ.
-ვერ მომკლავ- ღიმილით ამბობს და ჩემსკენ სიარულს იწყებს.
-ვერა მაგრამ შენი დაჭრა შემიძლია, წამოდი ჩემთან ერთად მე შენ მომწონხარ და ერთად ცხოვრება არ გაგვიჭირდება უბრალოდ მე თუ აქ დავრჩები ისე სიკვდილი არ ამცდება როგორც ჩემი და მოკვდა ამიტომ წამოდი ჩემთან ერთად- იარაღს ვტენი.
- მე არ მომწონხარ სამაგიეროდ, და შენთან ერთად სამოთხეშიც არ წამოვალ ამიტომ დაბრუნდი სახლში- მაიძულებს რომ გავყვე მაგრამ მე მაინც არ დავნებდები.
-გასაღები მომეცი- ხელს ვუშვერ მაგრამ მაინც არ მაძლევს- ზედმეტად ბავშვი გგონივარ რომელიც მისი მშობლების ჭკუაზე დადის- ვეუბნები და სასხლეტს ხელს ვუჭერ და მასაც ბარძაყზე ხვდება და დაბლა ვარდება.
-ჯანდაბა- ამბობს და აფგომას ცდილობს მაგრამ დაჭრილ ადგილას ფეხს ვაჭერ და მისი ჯიბიდან გასაღებს ვიღებ.
- მაპატიე და გთხოვ მათ არ უთხრა რომ წავედი- ტუჩებში ვკოცნი და უცბად მივდივარ მანქანისკენ.
ვჯდები და ვქოქავ მანამდე კი ვხედავ როგორ ანთებენ შუქს ჩემს სახლში, კარგია ჩანიოლი გადარჩება.
რაც შეიძლება მალე მივდივარ რომ არავინ არ დამეწიოს და გულში ვლოცულობ რომ ჩანიოლმა არავის არ უთხრას.
-377-
YOU ARE READING
იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)
Fanfictionისტორია ოთხმოციან წლებში ინგლისში ხდება, როზე ერთ-ერთ ცნობილ ბარში მოცეკვავეა სადაც ჩანიოლი ხშირად დადის ხოლმე. ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთება. თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდეგ მაშინ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ💖