-ქალბატონო უნდა ადგეთ... მალე თქვენი საქმრო მოვა და უნდა მოემაზადოთ- ყურში მეუბნება ჩვენი ერთ-ერთი მოსამსახურე.
-ღმერთო ჩემო, არ შეგიძლია თავი დამანებო? და ჩემს საქმროს ასე გადასცე?- ვეუბნები და შუა თითს ვაჩვენებ შემდეგ კი თავს ბალიშზე ვაბრუნებ და თვალებს ვხუჭავ.
-როზეანე სასწრაფოდ ადექი ლოგინიდან- დედაჩემის ყვირილი მთლიან სახლში ექოსავით ისმის მაგრამ მაინც არ ვდგები პირიქით ბალიშს თავზე ვიდებ და ძილს ვაგრძელებ.
დედაჩემი საბანს მაძრობს და ლოგინიდან მაგდებს, მეც სხვა გზა აღარ მრჩება ვდგები და მათ არჩეულ ტანსაცმელს ვიცმევ.
მაკიაჟს და თმებს მიკეთებენ შემდეგ კი დაბლა ჩავდივარ სადაც უკვე ჩემი საქმრო მის ოჯახთან ერთად მელოდებოდა.
კიბეებზე ჩასვლისას კარებთან ჩანიოლი შევნიშნე რომელიც მიღიმოდა მას შუა თითი ავუწიე და მოსამსახურეს მაჯაზე მოვეჭიდე რადგან სხვანაირად კიბეებზე ვერ ჩავდიოდი.
მისაღებ ოთახში რომ შევედი ყალბი ღიმილი ავიკარი და ყველას მივესალმე ყველას ჩემი საქმროს გარდა რადგან იქ არ იყო.
სუფრასთან დავჯექით როცა კარები გაიღო და ნაცნობი სახე შემოვიდა ყველას მიესალმა და დედაჩემთან და მამაჩემთან მივიდა.
-გამარჯობა მე სეჰუნი ვარ- დედას ხელზე კოცნის ხოლო მამას ხელს ართმევს და იგივეს აკეთებს მის მშობლებთანაც.
გაოცებული სახე მქონდა მაგრამ სეჰუნი არ ჩანდა რომ ეს მისთვის ახალი ამბავი იყო , ნუთუ ეს არის ჩემი საქმრო.
მეც ხელზე მკოცნის და ჩემს წინ ჯდება.
მამაჩემი ჩანიოლსაც იწვევს მაგიდაზე როგორც მის მარჯვენა ხელს და კარგ მეგობარს და ის კრეტინიც სეჰუნის გვერძე ჯდება.
ახლა უკვე ორივე ერთად მიშლიდნენ ნერვებს ხან რაღაცას გადაულაპარაკებდნენ და გაიცინებდნენ ხან კიდევ მე მომაშტერდებოდნენ.
-მიხარია რომ სეჰუნის ნაირი ბიჭი ეყოლება როზეს- ამბობს დედაჩემი და მხარზე ხელს მხვევს მას ზიზღით ვუყურებ თუმცა მასზე არაფერი არ ჭრის.
-შემდეგ კვირას ქორწილია ამიტომ მანამდე ბავშვებო ჯობს ერთმანეთს დაუახლოვდეთ როზე სეჰუნი სხვა შენთან მოვა და სადმე წადით- სეჰუნის მამას თავს ვუქნევ და ჩანიოლს ვუყურებ რომელიც მე მომაშტერდა.
ცოტახანში ყველანი ვიშლებით მაგრამ სეჰუნს ტოვებენ და მეუბნებიან რომ მას ეს უბანი დავათვალიერებინო და თან ჩანიოლს მაყოლებენ.
ამ ხალხს ტვინის გარდა თავში ყველაფერი უდევთ.
-არ მეგონა თუ შენ იქნებოდი ჩემი საცოლე- მეუბნება და წელზე ხელს მკიდებს შემდეგ კი მის წინ მაყენებს, ვცდილობ თავი გავინთავისუფლო მაგრამ სეჰუნი უფლებას არ მაძლევს.
- მე კი საერთოდ არ მეგონა რომ ვინმეს მიმათხოვებდნენ- ვეუბნები და ხელზე ვჩქმეტ ისიც მიშვებს.
-იმ დღეს შენი კოცნა ნამდვილად ძალიან მომეწონა- სეჰუნი მიღიმის უკნიდან კი ჩანიოლის ჩაცინების ხმა მესმის.
- შენ გინდა თქვა რომ როზემ ისე გაკოცა რომ არც კი გიცნობდა?- სიცილით ეკითხება ჩანიოლი სეჰუნს.
-ზუსტად ეგრე იყო- ამბობს სეჰუნიც და ორივე ერთად იწყებს სიცილს და ზუსტად მაგ დროს მომდის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო აზრი.
ქორწილიდან უნდა გავიპარო.
-385-
YOU ARE READING
იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)
Fanfictionისტორია ოთხმოციან წლებში ინგლისში ხდება, როზე ერთ-ერთ ცნობილ ბარში მოცეკვავეა სადაც ჩანიოლი ხშირად დადის ხოლმე. ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთება. თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდეგ მაშინ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ💖