მეშვიდე

185 25 1
                                    

ექვსი თვის შემდეგ:

- უბრალოდ იცეკვე- მეუბნება ჩემი უფროსი და მაიძულებს რომ სცენაზე გავიდე.

- არ ვიცი ცეკვა და როგორ ვიცეკვო?- ვიტყუები და ხელს ვაშვებინებ მაგრამ მაინც მიჭერს და ხელს სახეში მირტყავს.

-როგორც გინდა ისე იცეკვე- მიყვირის და სადაცაა ისევ უნდა დამარტყას და მზად ვარ რომ ხელი დავუჭირო მაგრამ ჩემს მაგივრად მას სხვა იჭერს- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?- ხელს გავუყევი და ნაცნობი სახე შევნიშნე და უკან გავიწიე.

- მე მისი შეყვარებული ვარ- ეუბენბა ჩანიოლი და კაცს მუცელში ურტყავს.

ჩანიოლს ხელს ვკიდებ და უკანა გასასვლელიდან ბარიდან გამყავს.

- რა ჯანდაბაა? ან აქ რა გინდა- ხელებს ერთმანეთს ვაჯვარედინებ და ჩანიოლს გაბრაზებული ვუყურებ.

-იმ კაცმა დაგარტყა- მეუბენბა და ნიკაპზე ხელს მკიდებს და სახეს მაწევინებს- დაგილურჯდება, ჯობს ყინული დაიდო- ხელს წევს და გაბრაზებული მიყურებს.

-წადი აქედან და აღარასდროს დაბრუნდე მაცადეთ წესიერად ცხოვრება და მშვიდად ყოფნა- ვამბობ და კარებთან მივდივარ როცა ჩანიოლის ხმა მესმის.

-აქ ისე მივედი როგორ ბიჭი რომელსაც მოსოწნხარ და არა მამაშენის მარჯვენა ხელი- მეუბენბა და ჩემსკენ მოდის- მე შენი სიტყვები და საქციელი ჯერ კიდევ მახსოვს და სხვათაშორის მათ გამო მოვედი აქ- მეუბენბა ღიმილით და ძალიან ახლოს მიდგება.

- რა გჭირს?- ვეკითხები რადგან ჩვეულ ჩანიოლს არ ჰგავს ნუთუ ექვსი თვისწინ ბოლოს რომ ვნახე ბიჭი ის იდგა ჩემს წინ.

-"მე შენ მომწონხარ"- ღიმილით და გოგოს ხმით ამბობს.

- მე ეგრე არ ვლაპარაკობ- ვეუბნები წარბ აწეული- და საქციელი? რა გავაკეთე?- კედელს ვეყუდები.

- რა არ გააკეთე- მეუბნება და ჩემს წინ დგება ერთ ხელს კედელს აყრდნობს მეორეს კი წელზე მკიდებს და მკოცნის.

ენას ჩემს პირში დაასრიალებდა და თან ლოყაზე მეფერებოდა მაგრამ გავწიე და დავახველე.

- ჩანიოლ მე გათხოვილი ვარ- ვეუბნები, მისი სახის დანახვა მაგ წამს ყველაზე კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.

-რაა?- წამოიყვირა გაკვირვებულმა.

-ხო, აქ რომ ჩამოვედი სამ თვეში ერთი ბიჭი შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი მერე ცოლობა მთხოვა და მეც გავყევი შენ წარმოიდგინე და უკვე ფეხმძიმედ ვარ, მაგრამ ჯერ ერთი თვის ვარ და მუცელი არ მეტყობა- მუცელზე ხელს ვიკიდებ და ვიღიმი.

-რაა- ყვრის- რა დროს შენი გათხოვება ან შვილებია? გაგიჟდი?- სახეზე ძალიან გაბრაზებულია, წარბები შეკრული აქვს და ძარღვები დაჭიმული.

-ნუ მიყვირი- ვეუბნები და თავს დაბლა ვხრი.

-წესით და რიგით ერთადერთი ვისაც შენ ცოლად უნდა გაყოლოდი და მისგან ბავშვები გყოლოდა მე ვიყავი მაგრამ არ დამელოდე- თვალები უცრემლიანდება და თავს დაბლა ხრის.

- ჩანიოლ ჩემთან ერთად გაიმეორე- თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა-  როზე მე აღარასდროს შეგაქცევ ზურგს და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები- ვეუბნები ჩანიოლს და თვალებიდან ცრემლებს ვწმინდავ- არ ვარ არც ფეხმძიმედ და არც გათხოვილი უბრალოდ მაინტერესებდა რას იტყიდი მაგრამ იმაზე ემოციური იყავი ვიდრე მე წარმომედგინა- ვამბობ ღიმილით და ჩანიოლს ვეხუტები.

-მომატყუე?- თავს ვუქნევ და ისიც უცბად სწორდება წელში- მე არ მიტირია და გულიც არ მტკენია- ამბობს მე კი მეცინება.

-წადი დავამთავრებ მუშაობას და შევხვდებით- თვალს ვუკრავ და ბარში შევდივარ. 

                                                                                  -423-

იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora