პირველი

481 40 6
                                    

როგორც ყოველთვის როზე სცენაზე იდგა მისი წითელი კაბით და ცეკვავდა თან თავზე კოვბოის ქუდი ეფარა და მაღალ ქუსლიანებით იატაკზე ფეხს აკაკუნებდა.

როზეს ცეკვა ყველას ძალიან მოსწონდა, ზოგს იმიტომ რომ ლამაზად ამოძრავებდა მის მშვენიერ ტანს ზოგს კი იმიტომ რომ გოგოსთან ღამის გატარება სურდათ.

ბარში ვინც კი იყო სტუმარი თუ თანამშრომელი ყველა ტაშს უკრავდა ყოველი ცეკვის შემდეგ თუმცა მხოლოდ ერთადერთი ბიჭი იყო ურეაქციოდ ყოველთვის.

ყოველდღე როდესაც ბარს სტუმრობდა ფანჯარასთან ჯდებოდა და ჩუმად როზეს ცეკვას აკვირდებოდა.

როზე ცეკვისას სულ ჩანიოლს უყურებდა მაგრამ ბიჭს არც ეღიმებოდა ტაშის დაკვრაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

როზე ცეკვას რომ მორჩა სცენიდან ჩამოვიდა ხალხს თავი დაუკრა და ჩანიოლის მაგიდისკენ წავიდა და წინ დაუჯდა ოფიციანტს უთხრა რომ იგივეს დალევა რასაც ჩანიოლო სვამდა.

- მე არ დამიპატიჟებიხარ- უხეშად უთხრა ჩანიოლმა როზეს.

-გამოგყვები- როზემ ჩანის ნათქვამი დააიგნორა.

-სად გამომყვები?

-ღამეს შენთან ერთად გავატარებ- როზემ კოვბოის ქუდი მოიხსნა და ჩანიოლს დააფარა.

- მე არ მითქვამს რომ შენთან დაწოლა მინდა- ირონიულად თქვა ჩანიოლმა.

-მართალი ხარ არ გითქვამს მაგრამ შეხედე აქ კაცებს აქედან ყველას ჩემთან დაწოლა უნდა შენ კი ესე ადვილად გეძლევა შანსი- მხრები აიჩეჩა როზემ და ჩანიოლისკენ მიიწია.

-რამდენი წლის ხარ?- ჩანიოლმა სახე უკან გასწია როზეს კი ჩაეცინა.

-24 წლის ვარ, შენ?

-29 და ჯობს ვინმე შენხელა ბავშვს ეჩალოჩო- ჩანიოლმა თვალი ჩაუკრა და სკამიდან წამოდგა.

-ჩემზე სულ რაღაც ხუთი წლით დიდი ხარ და თავი მაგარი გგონია?- სიცილით ეკითხება როზე.

-მამაშენს ნამდვილად არ მოეწონებოდა როგორც იქცევი და სადაც მუშაობ- როზეს სახე შეეცვალა- ხო გგონია არ ვიცოდი რომ ცნობილი არისტოკრატის შვილი ხარ? მისი ერთადერთი ქალიშვილი რომელიც სახლიდან გაიქცა- ჩანიოლი სიცილოთ საუბრობდა როზემ კი ვერ მოითმინა და სახეში გაარტყა.

-მაგას თუ ვინმე გაიგებს დამერწმუნე შენგან ძვლებიც კი აღარ დარჩება გპირდები- როზე ფეხის წვერებზე იწევა ჩანიოლს ლოყაზე კოცნის და ბარს ტოვებს.

-გიჟი ძუკნა- ჩუმად ამბობს ჩანიოლი და ისიც ტოვებს ბარს.

-281-

იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя