ერთი წლის შემდეგ:
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.
იმის გამო რომ ჩანიოლმა მამაჩემის ხალხი მთელს ქალაქში ვერსად იპოვა თავს დასვენების საშუალება მივეცით და ყოველ დღე ერთად ვიყავით.
თქვენ წარმოიდგინეთ და სიყვარულიც კი ავუხსენით ერთმანეთს.
ყველაზე ცუდი ამ ერთი წლის განმავლობაში კი ის არის რომ ამ ბოლო დროს ფეხის საშინელი ტკივილები დამეწყო ისეთი რომ ძლივს ვმოძრაობ ამიტომაც ბარშიც ვეღარ ვმუშაობ.
ჩანიოლთან ერთად ათაში ერთხელ გავდივარ გარეთ ისიც როდესაც ბევრი ხალხი არ არის.
ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩვენი სახლის კარები გაიღო და ჩანიოლი შემოვიდა.
ნასვამი იყო და თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, აშკარა იყო რომ იტირა ჩემთან მოვიდა და ფეხებთან დაჯდა.
ხანდახან საღამოობით სვამს ხოლმე მაგრამ ჯერ შუა დღე იყო და რომ დავინახე გამიკვირდა.
-იმ დღიდან როდესაც პირველად ბარში დაგინახე თუ როგორ ცეკვავდი მაშინვე მომინდა რომ ერთადერთი ვყოფილიყავი ვისთვისაც იცეკვებდი- მეუბნება დაბალი ხმით და ჩემს ხელს ხელში იღებს- მხოლოდ ერთხელ იცეკვებ ჩემთვის?- მეკითხება მე კი ღიმილით თავს ვუქნევ და ძლივს ძლიობით ვდგები სკამიდან, ჩანიოლის წინ ვდგები და მისთვის ბალეტის შესრულებას ვიწყებ.
იმ ცეკვისას რომელიც ჯერ არავის არ ენახა, რომელიც წლებია არ მიცეკვია.
ჩანიოლმა ისიც არ იცოდა რომ ბალერინა ვიყავი ამიტომაც იყო რომ პირდაღებული და თვალებ გაფართოებული მიყურებდა.
იმის მიუხედავად რომ ფეხი ძალიან მტკიოდა მაინც მინდოდა რომ ჩანიოლს არ შეამჩნია ამიტომ რაც შემეძლო კარგად ვაკეთებდი.
ცეკვას მოვრჩი და ზუსტად რამოდენიმე წამში იარაღის გასროლის ხმა და ჩვენი სახლის ფანჯრის გატეხვა ერთი იყო.
YOU ARE READING
იცეკვე ჩემთვის (დასრულებული)
Fanfictionისტორია ოთხმოციან წლებში ინგლისში ხდება, როზე ერთ-ერთ ცნობილ ბარში მოცეკვავეა სადაც ჩანიოლი ხშირად დადის ხოლმე. ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთება. თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდეგ მაშინ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ💖