12 There for me too

833 49 34
                                    

შუაღამის ორი საათია, ყველას ძინავს გარდა ჯიმინისა რომელიც ოთახის აივანზე დგას,მოაჯირზე ხელებდაწყობილი.
აღარ არის ის იგივე გრძნობა მაგრამ გაჩნდა რაღაც ახალი, სახელად "შიში". იმედგაცრუების თუ საზოგადოების? ალბათ ორივესი.
"ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც უნდა ვიყოთ ბედნიერი."-წინადადება რომელმაც შეაჩერა ყველა ნეგატიური ფიქრი ჯიმინის გონებაში.

ღრმად შეისუნთქა და გაიღიმა. საბოლოოდ იგრძნო სიყვარული, ზრუნვა და სითბო- ისინი რაც ჩვიდმეტი წლის ასაკის შემდეგ ყოველთვის სჭირდებოდა. იქ სადაც სიყვარულია, შიში ცოტახნით მოიცდის.

ფიქრებში გართულმა უეცრად იგრძნო საშინლად თბილი და ძლიერი მკლავები როგორ მოეხვია წელზე. აჰ ეს სურნელიი...

"აქ რას აკეთებ?"-სიცილით ჰკითხა ჯიმინმა გუკის და უკან მხარზე თავი გადაადო.

"ვერ დავიძინე. შენ რას აკეთებ ამ სიცივეში ნახევრად შიშველი?"-სექსუალური და ბოხი ხმით ესაუბრებოდა ჯონგუკი რომელსაც ბოლო სიტყვებზე ჩაცინებაც მოაყოლა.
ჯიმინმა მხოლოდ ამ წამს გაანალიზა რომ მას არც ისე გრძელი ჰუდის გარდა არაფერი ეცვა. შეცბუნებულმა თვალები გააფართოვა და ჰუდი ქვემოთ დაქაჩა, რასაც გუკის სიცილი მოყვა.

ჯონგუკმა ჯიმინი შემოატრიალა და ხელები აივანზე დააწყო,რომლებშიც ჯიმინი მოიმწყვდია. მათი სახეები სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყვნენ დაშორებული.

"იდეალური ხარ. არ არის საჭირო რომ რამე დამალო."- ჯონგუკი ხმადაბლა, მომხიბვლელი ხმით საუბრობდა და ჯიმინის ტუჩებს უყურებდა.
ჯიმინს ჯონგუკის სიტყვებზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჩვეულებრივ, ჯონგუკი მორცხვია ამიტომაც უჩვეულოა მისგან ასეთი სიტყვები.

მაგრამ ჯიმინი ხომ განსაკუთრებულია, არა?

ჯონგუკმა ჯიმინს კისერზე ხელი ნელა შეუცურა, ცერა თითი კი ლოყაზე დაადო. ნელა მოიშორა ყველანაირი მანძილი მას და ჯიმინს შორის და მათი ტუჩები შეაერთა.

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Where stories live. Discover now