6 CAN'T LET YOU GO

595 52 5
                                    

ჯიმინს თავის ოთახში ძინავს, ისე მშვიდად რომ ვერც კი იფიქრებ ის რამე ტკივილს თუ განიცდის. 

ბიჭები მისაღებ ოთახში არიან. ჯინი და თეჰიონი სამზარეულოში მხიარულობენ, ნამჯუნი წიგნს კითხულობს თავის სავარძელში, შუგა და ჯონგუკი ტელევიზორს უყურებენ.შუგა უყურებს მაგრამ ჯონგუკი ერთ წერტილს მისჩერებია თვალის დაუხამხამებლად და ღრმა ფიქრებშია გადაშვებული, არაფრისმეტყველი სახით.მის თავში ისევ ტრიალებს რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა ღამე სხვა მამაკაცთან ერთად გაატარა. მას წარმოდგენაც არ უნდა რა ხდებოდა გუშინ თემინის სახლში, სადაც მხოლოდ ის ორნი იყვნენ. 

"თქვენი აზრით ჯიმინსა და თემინს შორის რამე ხდება?"-ჯინმა თქვა და სამზარეულოდან გამოვიდა. ჯონგუკი ამ ორი სახელის "ჯიმინის და თემინის" ერთად ხსენებამ ფიქრებიდან გამოიყვანა და ჯინს დაინტერესებული სახით შეხედა. 

"არვიცი, თემინს ხომ უკვე დიდი ხანია რაც უყვარს ჯიმინი და შეიძლება მანაც უპასუხა იგივე გრძნობებით, იმიტომრომ ამ ბოლო დროს მათი ურთიერთობა ისეთი არ არის როგორიც მაშინ, რაღაც შეიცვალა."-თქვა ნამჯუნმა და წიგნი გადადო. 

"თემინი კარგი ბიჭია, ერთად ბედნიერები იქნებიან."-თქვა ჯინმა. თეჰიონი ანერვიულებული სახით უყურებდა ჯონგუკს რომელიც ისევ გაშტერებული უყურებდა ჯინს, და მუშტს მთელი ძალით უჭერდა. 

ჰობის ფეხი უკანკალებდა და თმებში ნერვიულად დააცურებდა ხელს. 

"არამგონია ერთად იყვნენ, მგონია რომ ჯიმინი მას როგორც მეგობარს ისე უყურებს".-თქვა ჰობიმ და ღრმად ჩაისუნთქა. 

"მე კი მგონია რომ ერთად არიან. ასე რომ არ იყოს მთელ ღამეს მასთან რატომ გაატარებდა?".-თქვა ჯინმა და თავისებურად გაიცინა. 

ჯონგუკის მოთმინება უკვე პიკს აღწევდა, ყბებს ერთმანეთს უჭერდა და მუშტებს კრავდა. ბოლოს კი მოთმინება დაკარგა. 

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Donde viven las historias. Descúbrelo ahora