ღიმილი სახეზე, შვება რომელიც ჩვიდმეტის წლის ასაკის შემდეგ არ განუცდია, სასიამოვნო ემოციები რომლებიც მთელ ტანში უვლის და ბედნიერების ჰორმონს ქმნის, რაც თავისთავად ღიმილს ხატავს ჯიმინის სახეზე.
დილის ცხრის შვიდმეტი წუთია, ბიჭები პარიზიდან სეულში ბრუნდებიან. ოთხის გარდა საერთოდაც არავისთვის არაფერი არ შეცვლილა. ისევ იგივე ყოველდღიური რუტინა დაიწყება მათთვის რაც აქამდე. ჯიმინისთვისაც და ჯონგუკისთვისაც, მაგრამ მათ ერთმანეთი ჰყავთ და უკვე ყველაფერს ადვილად უყურებენ. აღარაფერია მათთვის სირთულე.
ჯიმინს თავი მსუბუქად უდევს ჯონგუკის მხარზე და სახიდან ღიმილი არ სცილდება. ჯონგუკი მის თითებზე თავის თითებს ნაზად და თითქმის შეუმჩნებლად დაატარებს და ყველაფერი იდეალურადაა. ორივე ერთმანეთის შეხებაზე თითქოსდა დნება.
ბიჭები უკვე კარგა ხანია რაც მიხვდნენ ყველაფერს და მობეზრებულიც კიაქვთ რადგან საათნახევარია ერთ სცენას უყურებენ. რათქმაუნდა ბედნიერები არიან. როგორ შეიძლება არ იყვნენ. მაგრამ მაინც ყველას გულში შიშს აქვს ადგილი დაკავებული.რას იტყვის ხალხი? როგორ მიიღებენ ამას ფანები? ხომ არ შეეცდება ვინმე მათ დაშორებას?-მაგრამ ბოლოს მაინც ერთი რამ ახსოვს ყველას: ეს ბანთანია, მათ ერთმანეთი ჰყავთ, ისინი ერთად ყველაფერს გაუძლებენ.თეჰიონი და ჰობი. ჰეჰჰ
*წინა ღამით*
შუაღამის სამი საათი, აივნიდან გადაშლილი ღამის პარიზის ხედი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სავსე მთვარე და სრული სიწყნარე.
ჰობი თავისი ნომრის აივნის კედელთანაა დამჯდარი და იდაყვები მუხლებზე აქვს დასვენებული.
,,Oh this ground feels so heavier
I am singing by myself
I just wanna be happier"
"არ ვიცოდი ასე კარგად თუ მღეროდი."- ფრთხილად თეჰიონი ჰობის აივანზე გამოვიდა და მის გვერდით დაჯდა. ჰობი ემიციებს აკონტროლებდა, არ უნდოდა სიტუაციის გაფუჭება.
"თეჰიონ? აქ რა გინდა?"- ხმადაბლა ჰკითხა მან.
"ვერ დავიძინე. მე კი ვიფიქრე რომ შენც გეღვიძებოდა და შემოვედი. თუ გაწუხებ წავალ."- თავის დაბალი და ბოხი ხმით საუბრობდა თეჰიონი, რაზეც ჰობის ჟრუანტელმა დაუარა.
"არა დარჩი. მეც ვერ ვიძინებ."
"რას აკეთებდი?"-კითხა თემ.
"მთვარეს ვუყურებდი."
"მოწყენილი ხარ?"- მზრუნველი ტონით კითხა თეჰიონმა.
"კი."
"რატომ?"
"იქნებ იმიტომ რომ გული მტკივა?"- ამ სიტყვებზე პირდაპირ თვალებში ჩახედა თეჰიონს.
ჰობის დასაკარგი აღარაფერი აქვს. ან ტანჯვას დაამთავრებს ან ჩვეულებრივად ისევ გააგრძელებს.
"გახსოვს, როცა მკითხე როცა შეგიყვარდება, სიყვარულს როგორ აუხსნიო?"-ჰობიმ კითხა და ღიმილით გახედა, რომელიც მთლიანად სევდით იყო გაჟღენთილი.
"კი.......შეგიყვარდა?"- ხმის კანკალით კითხვა თეჰიონმა და გრძნობდა როგორ უწყდებოდა სულში იმედის ბოლო ძაფები.
"მე გიპასუხე მთვარის და ვარსკვლავების ქვეშ, იქ სად ჩვენს გარდა არავინ იქნება და მხოლოდ ჩვენი გულის ცემის ხმები იქნებათქო."- ჰობიმ სიცივისგან პირიდან ორთქლი ამოუშვა და მთვარეს ახედა.
თეჰიონი მთლიანად გაურკვევლობაში იყო. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მაგრამ კითხვებს არ სვამდა, ჰობისგან ელოდა ყველაფერზე პასუხს.
"თაე იცი? მე აღარ მაინტერესებს რა მოხდება, რა ურთიერთობა იქნება ჩვენ შორის რადგან აღარ შემიძლია ვეღარ ვუძლებ. სუსტი აღმოვჩნდი."-ჰობის ცრემლი წამოუვიდა რომელიც წამში მოიშორა.
"ჰო--ჰოსოკ რას გულისხმობ?"-სიცივისგან, ნერვიულობისგან და გაურკვევლობისგან თეჰიონს კანკალი დაეწყო. ჰობიმ უხმოდ გაიხადა თავის ნაქსოვო გრძელი მოსაცმელი და თეჰიონს მოახურა.
"თე, შენ თითქოსდა მიუხედავად იმ ტკივილისა რასაც მაყენებ, მაინც სიციცხლეს მილამაზებ. შენ ხარ ჩემი მზის სხივი და მოციმციმე ვარსკვლავი."-ჰოსოკი ხმადაბლა საუბრობდა და მთვარეს უყურებდა.-"მე დიდხანს ვებრძოდი მას, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აშკარა გახდა. მე შენ მიყვარხარ თეჰიონ."- უკან გახედა კედელზე მიყუდებულ თეს და ბოლო ოთხი სიტყვა თვალებში ყურების დროს უთხრა.
"შ-შ-შენ რაა?"-თეჰიონი წამოიწია და ცდილობდა თვალებში ჩაეხედა ჰობისთვის რომელიც ისევ ცას უცქერდა.
"არა,არაფრის თქმა არ არის საჭირო, მე ისედაც ვიცი შენი გრძნობების შესახებ. ისედაც ვიცი რომ შენს გულში მე ვერასდროს ვიარსებებ."-თქვა და მუხლებს შუა თავი ჩახარა.
"ჰოსოკ მე-
"არა თე, არ არის საჭირო."
"ჰობი მომისმი-" თეჰიონი ჰობის გვერდით იყო მუხლებზე დამჯდარი და მასთან საუბარს ცდილობდა მაშინ როცა ჰობი ყველა წინადადებას აწყვეტინებდა. თეს მაჯებზე ქონდა ხელი მოკიდებული და ცდილობდა როგორმე შეეჩერებინა რომ მასაც შეძლებოდა ლაპარაკი.
"თეჰიონ შეწყვიტე. ვიცი რომ-
" მეც მიყვარხარ ჰოსოკ."-თეჰიონი ღრმად სუნთქვდა და დაწყნარებას ცდილობდა. ბოლოს კი ტირილი აუტყდა, როცა ჰობი მის წინ ასევე მუხლებზე დაჯდა და ხელი ლოყაზე ფრთხილად დაადო.
"შენ მართლა...?"-ცრემლების გამო თეჰიონმა უბრალოდ თავი დაუქნია და თავი ჩახარა.
"დარწმუნებული ხარ?"-თეჰიონმა ისევ თავი დაუქნია და ჰობის ხელს რომელიც მის ლოყაზე იყო და ეფერებოდა, თავის ხელი დაადო.
"აღარ მატკენ?"- ჰობიმ თქვა და მასაც ტირილი აუტყდა. თეჰიონმა თვალებში ჩახედა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
"აღარ გატკენ. გპირდები"-ჰობიმ თეჰიონის მხარს თავი ჩამოადო და მჭიდროდ ჩაეხუტა.
რამდენიმე წამიანი თვალებში ყურების შემდეგ, თეჰიონი ჰობისკენ ნელა იწევს, რაზეც ჰობიც პასუხობს და მალე მათ სახეებს შორის მანძილი სანტიმეტრებია რომლებიც მეორე წუთს ქრებიან და ორი სხეულის ტუჩები ერთმანეთს ეხება. მათთვის თითქოს გარშემო ყველაფერი ქრება. აქ მხოლოდ ეს ორნი არიან. მხოლოდ ისინი.
KAMU SEDANG MEMBACA
I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.
Romansaდიდი ოჯახის ,ბანთანის წევრს ჯიმინს უყვარს ჯონგუკი. მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივია?...