4 SHOULD I LET YOU GO?

600 53 11
                                    


თენდება, მზის სხივები ოთახში შემოდის და პირდაპირ ჯიმინის თვალებს ეცემა, რის გამოც ის იშმუშნება და მათ არიდებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ, საბოლოოდ კი ნებდება და თვალებს ახელს. თავს მაღლა სწევს და ხედავს თემინს რომლის გულმკერდზეც მთელი ღამე ეძინა. ეღიმება და თმებზე ეთამაშება, შემდეგ კი ადგომას გადაწყვეტს მაგრამ თემინი აჩერებს, რომელსაც თმები აჩეჩილი აქვს და თვალებს ძლივს ახელს. 

"მინი..სად მიდიხარ?"-უთხრა თვალების სრესით მაგრამ ბოლოს მაინც ბალიშზე დადო თავი თვალებდახუჭულმა. 

"ვდგები თაე და გირჩევ შენც ადგე"-ღიმილით უთხრა ჯიმინმა. 

"კი მაგრაამ რატო?"-ბუზღუნით თქვა თემინმა. 

"გავიწყდება ხო რომ ცნობილი სახე ხარ და არცერთი წამი არ გაქვს დასაკარგი?" 

" მოდი, ჩამეხუტე და კიდევ სულ ცოტა ხანი ვიყოთ."-თემინმა უთხრა, მკლავში ხელი მოკიდა და ისევ საწოლში დააბრუნა. ჯიმინიც მივიდა და ისევ მკერდზე დაადო თავი. 

რამდენიმე წუთის შემდეგ ადგნენ, თავი მოიწესრიგეს და ყავა დალიეს. ჯიმინი სახლში თემინმა მიიყვანა და ორივეს გული იკუმშებოდა თანდათან რაც სახლს უახლოვდებოდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთი თავის სიყვარულს უშვებდა, მეორე კი თავის სიყვარულს უახლოვდებოდა. 

საბოლოოდ სახლს მიადგნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმანეთს ძალიან თბილად ჩაეხუტნენ და უხერხულად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. 

"კარგად მინი... იმედია მალე გნახავ"-სევდიანი ღიმილით უთრა თემინმა. 

"კარგად თაე... იმედია". 

კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და თემინი წავიდა. 

------------------------------------------------------------------------------

"მოვედი"- ჯიმინს მისაღებ ოთახში ჯინი და შუგა დახვდათ რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ. 

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz