საღამოს ცხრის ოცი წუთია. თვითმფრინავი ახალი აფრენილია, რომელიც ცაზე ვარსკვლავივით სჩანს. ბიჭები დასვენებულები არიან ამიტომ ჯერ დაღლას არ გრძნობენ.
მხოლოდ ერთისთვის არის ყველაფერი გაუგებარი მის ირგვლივ. მხოლოდ ერთი გრძნობს მოტაცებულდ თავს რომელიც ოღონდ აქედან გაიქცეს და რას არ გასცემდა. ცხელა, მთელ სხეულში ცხელა, თითქოს ეს უზარმაზარი თვითმფრინავი უჭერსო. ყველაფერი ზედმეტია, ყველაფერი არასწორია, ეს მის თავს რატომ ხდება? თითქოსდა ისეთი არაფერი დაუშავებია რომ ცხოვრება ასე ცუდად ეხუმრებოდეს. ყველაფერი ასე ცუდად რატომ არის? მას ხომ მხოლოდ ბედნიერება უნდოდა, მხოლოდ ბედნიერება. სულელი ხარ ჯიმინ, სულელი.
ჯიმინი დგება, არავის უყურებს და სწრაფი ნაბიჯით მიდის საპირფარეშოსკენ. უკან იტოვებს თეჰიონის და ჰობის გაურკვეველ მზერას მისი მიმართულებით.
შედის ვიწრო ოთახში, კარებს უკან ხურავს და ხელებით ხელსაბანს ეყრდნობა. სარკეში იხედება და ხედავს ერთ სულელ ბიჭს რომელიც თავისმა იდიოტურმა იმედებმა დაღუპა. როგორ უნდა თავს დაარტყას, ცემოს, დააზიანოს, გაანადგუროს. მაგრამ გამოიწვევს კი ეს იმაზე დიდ ტკივილს ვიდრე ახლა განიცდის?
ონკანს უშვებს და ყინულივით წყალს სახეზე ისხამს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. რაღაცას ელის, კიდევ რაღაცას ელის. როგორ შეიძლება წყალმა გაფანტოს ტკივილი რომელიც სულშია, მთელ სულშია მიმოფანტული.
ხელსაბანის გვერდით ჩაიკეცა, თავი კედელს მიადო და თავისდაუნებურად ტირილი აუტყდა. დაუცვეული და გულის მომკვლელი ტირილი. ცდილობს ცრემლები ისევ იქ ჩაკლას საიდანაც წამოვიდა რადგანაც გარეთ, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ზის.
ეწვის სული ეწვის. როგორ ამოიღოს ეს სურათი თვალებიდან? სურათი სადაც მისი წყეულ სიყვარულს გულში ყავს ჩაკრული მისი საუკეთესო მეგობარი და ბედიერებას პირდება. როგორ მოახერხოს ეს? აჰ როგორი რთულია...
VOUS LISEZ
I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.
Roman d'amourდიდი ოჯახის ,ბანთანის წევრს ჯიმინს უყვარს ჯონგუკი. მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივია?...