3 LOVE CAN'T BE WRONG

627 57 15
                                    

4:47

შუაღამეა, სადაცაა გათენდება. თემინი და ჯიმინი ერთმანეთის პირისპირ წევრან და მათი სახეები სულ რაღაც რამდენიმე  სანტიმეტრით არის დაშორებული. 

ჯიმინს თვალები აქვს დახუჭული და მშვიდად ძინავს, ხოლო თემინს ღვიძავს და წყნარად შეისწავლის ჯიმინის უნაკლო სახეს. ფრთხილად წევს ხელს და ნაზად ეხება ჯიმინის ლოყას, თავისი თბილი ხელის გულებით. ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად ეფერება მას და სითბო ეღვრება გულში.

''შენ ისეთი უნიკალური ხარ, ისეთი პატარა და უმწეო. შენ არ იმსახურებ ტკივილს და გულის ტკენას. არ უნდა ხდებოდეს ეს შენს თავს. როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდე, შენ ხომ ასეთი კარგი ხარ. შენ რომ იგივეს გრძნობდე ჩემდამი...''-ჩურჩულებდა და ლოყაზე ეფერებოდა. ბოლო წინადადება არ დაამთავრა, და მოფერებაც შეწყვიტა. ხელი უნდა აეღო როდესაც იგრძნო შეხება იმავე ხელზე. ჯიმინმა ნელა გაახილა თვალები და არ მიცა ნება რომ ხელი აეღო. მას სევდიანი და ღრმა თვალები ჰქონდა.

''მაპატიე. მე რომ იგივეს ვგრძნობდე შენდამი ყველაფერი იდეალურად იქნებოდა.მეც ბედნიერი ვიქნებოდი და შენც. არცერთს არ გვექნებოდა ახლა უდიდესი ტკივილი. ბოდიში, რომ არ შემიძლია შენი გაბედნიერება, ბოდიში რომ ამხელა ტკივილს გაყენებ, მაგრამ მე ის მიყვარს , არ შემიძლია ამის შეცვლა.''-ჯიმინიც ჩურჩულებდა, თვალებში უყურებდა რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ თვალებს და ცრემლები მოსდიოდა. ხელის გულზე აკოცა თემინს რომელიც ისევ მის ლოყაზე იყო და ნაზად ეფერებოდა.-''შენ არაჩვეულებრივი ხარ თემინ, ნამდვილად ბედნიერი იქნება ის ადამიანი  ვინც კიდევ ერთხელ დაიმსახურებს შენს სიყვარულს.შეიძლება ეს ძნელი პერიოდი იყოს მაგრამ შენ მე დამივიწყებ, იპოვი იმ ერთადერთს რომელიც ჩემნაირად მტკივნეულად არ მოგექცევა და მის გულში მხოლოდ შენ იქნები. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება თაე, ძალიან მიყვარხარ და არ მინდა რომ კიდევ დიდხანს გხედავდე ასეთს.''-ჯიმინი ცრემლებით საუბრობდა, თემინი კი თბილი ღიმილით უყურებდა და ცერა თითით ცრემლებს წმენდდა.მან ჯიმინს კისელზე ხელი მოკიდა და ნელა გულმკერდზე მიიხუტა, ჯიმინმაც წელზე შემოხვია ხელები და კიდევ უფრო მეტმა ცრემლებმა გაიკვლიეს გზა მის სახეზე. თემინმა თავი დაადო ჯიმინის თავს, ხელით კი თმებზე ეფერებოდა.

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Donde viven las historias. Descúbrelo ahora