7 we're happy only with each other

601 47 35
                                    

სიჩუმეა, ყველას ძინავს რადგან ყველანი დაღლილები არიან. გზა წყნარი და მშვიდია. გარეთ წვიმს და მანქანის ფანჯრებზე წვეთები ჩამოდის. 

 ჯონგუკი თვალებს ახელს და ხედავს ისევ იმ პატარა სხეულს რომელსაც ასე აღმერთებს. ჯიმინს თავი უდევს ჯონგუკის მხარზე და ხელი მის წელზე აქვს შემოხვეული. ერთი შეხედვითაც დარწმუნდებოდი როგორ დაცულად გრძნობს ჯიმინი გუკის მკლავებში თავს. ის მასზე იყო მიწებებული და ლოყები საყვარლად ჰქონდა დაშვებული გუკის მხარზე. ჯონგუკს ხელი ჰქონდა ჯიმინზე შემოხვეული და მისკენ ჰყავდა მიზიდული, თითქოს ერთმანეთს ავსებენო.
ჯონგუკმა სხეული არ გაანძრია მისი პატარა რომ არ გაეღვიძებინა. ნაზად ჩარგო ცხვირი ჯიმინის თმებში და შეისუნთქა ის სურნელი რომელიც ასე ძალიან უყვარს. ნაზად მოეფერა თმაზე და ყურს უკან გადაუწია ძილში ხელი რომ არ შეეშალა. მეორე ხელი ჯიმინს წელზე შემოხვია და უფრო მჭიდროდ მიიხუტა. ჯიმინი შეიშმუშნა, მაგრამ ისევ იმ პოზიციაში დარჩა მხოლოდ თავი გადაადგილა. თავი ცოტათი მაღლა ასწია და ტუჩები ჯონგუკის ყელთან მიიტანა. ზედა ტუჩი გუკის ხავერდოვან კანს ეხებოდა. ჯიმინი ჯონგუკის ყელთან სუნთქავდა რაც ჯონგუკს აგიჟებდა. სიმხურვალე ტრიალებდა მთელ სხეულში. ჯონგუკი ყელით ჯიმინის სქელ ტუჩებს ეხახუნებოდა, რაც ჯიმინს ძილშიც კი სიამოვნებდა და მთელ ტანში ჟრუანტელი დადიოდა. გუკი გრძონდა მისი სხეულის რეაქციას ჯიმინის ნაზ და სენსიტიურ შეხებებზე. ჩქარა და ხმამაღლა სუნთქავდა და მომენტით ტკბებოდა. 

ისინი ასეთი პატარა დეტალებით ცხოვრობენ და ავსებენ ერთმანეთს. პატარა დეტალები არიან ზუსტად ბედნიერების მომტანები რადგან მათ გარეშე არაფერი მოდის. ამ პატარა დეტალებს კი ჩვენ ვქმნით რომელებიც ნელ-ნელა ერთმანეთს ემატებიან და ერთმანეთს ავსებენ. 

მანქანა მათ სახლთან შეჩერდა. ყველა ნელ-ნელა ფხიზლდება და მანქანიდან გადმოსვლას იწყებენ. ჯონგუკი იშმუშნება და იღვიძებს. ჯიმინი ცოტახნით მოძრაობს შემდეგ კი ისევ იგივე ფორმაში ბრუნდება და ძილს განაგრძობს.გუკის ეღიმება ჯიმინის საქციელზე და ნაზად დგება , თან ჯიმინის სხეულს იჭერს ხელებში. ფანჯარაში იხედება და ხედავს რომ წვიმს. იხდის მის ერთადერთ მოსაცმელს რომლის შიგნით მხოლოდ მოკლემკლავიანი აცვია, ჯიმინს აფარებს დაკარგად არგებს სხეულზე. პატარა სხეულს ფეხებში ხელს კიდებს და ფრთხილად აჰყავს ხელში, წვიმაში გადის და მის პატარას გულზე იხუტებს. მიდის ისე რომ სხვებს არ ელოდება. 

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Where stories live. Discover now