5 I'LL TRY

593 49 20
                                    

"ჯონგუკა, ჩემო პატარა და უცოდველო ბაჭია. მიყვარხარ, მთელი არსებით მიყვარხარ. ერთ-ერთი მიზეზი ხარ რის გამოც გაღვიძება მიხარია. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყო,შენ მაინც ჩემი სინათლე ხარ, ჩემი პატარა ბაჭია რომელსაც მამაკაცური მხარეც გააჩნია. ჯონგუკ მე შენ ვარ, შენ კი მე. მე შენი ჰიონი ვარ მიუხედავად იმისა რომ ასე არასდროს მომმართავ. შენ ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი ხარ რომელსაც ჩემი მთელი გული მივეცი და საგულდაგულოდ ვანდე. მიუხედავად იმისა რომ შენ მას ვერ მოუარე და არ გაუფრთხილდი მას მაინც უყვარხარ და მაინც ზრუნავს შენზე ზუსტად ისე როცა 17 წლის ვიყავი. მას შემდეგ არცერთი წამი არ მინანია შენი სიყვარული, პირიქით ყოველდღე უფრო და უფრო იზრდებოდა ის.მაგრამ დღეს, დღეს ვინანე ჯონგუკა, ვინანე რომ შემიყვარდი, ვინანე რომ გული მოგეცი და შენ განდე, ვინანე რომ ჩემი ვარსკვლავი გიწოდე. გული მეტკინა ჯონგუკა, ისე მეტკინა როგორც არასდროს მიუხედავად ამდენი წყენისა. შენ ჩემი საუკეთესო მეგობრის მკლავებში იყავი მოქცეული, ის კი შენსაში. როგორ წავშალო ეს სურათი ჩემი გონებიდან ჯონგუკა? 

ჯონგუკა პირველად დავფიქრდი ამაზე, პირველად ტრიალებენ ეს აზრები ჩემ თავში. გადაგიყვარო ჩემო პატარა? გაგიშვა ბაჭია? წაგართვა ჩემი გული რომელიც შენთვის ფეთქავს?  ბედნიერი იქნები? ბედნიერი იქნები რომ გაგიშვა ჯონგუკა? ხშირად დავინახავ ხოლმე შენს ბაჭიის ღიმილს? რომლის დანახვაზეც ყოველთვის მუცელში პეპლები დაფრინავენ. 

თუ შენ ბედნიერი იქნები ჯონგუკ მე გაგიშვებ, ამოგშლი გულიდან და გონებიდან. ვიცი ეს მტკივნეული იქნება , მაგრამ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.მე ამას შევძლებ. 

 მშვიდობით ჩემო პატარა." 



 ჯიმინმა კალამი მაგიდაზე დადო და თავი ჩახარა, რამდენიმე წამი ასე იყო შემდეგ კი დღიური დახურა და უჯრაში ჩადო. საწოლში ჩაწვა და კარგად დაიფარა. რამდენიმე წამში ქვითინი დაიწყო, ცრემლები მოსდიოდა და სუნთქვა უჭირდა. სხეულში ყველაფერი ეწვოდა, თითქოსდა გული ამოაცალესო. 

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Dove le storie prendono vita. Scoprilo ora