9 DESTROYED

561 44 37
                                    

16:00

ფრენამდე ოთხი საათი რჩება. ბიჭები ოთახში არიან და ისვენებენ. ჯიმინიც თავის ოთახშია, საწოლზე ზის და მუხლებს ეხუტება. იმის მაგივრად რომ დღევანდელის გამო ბედნიერი იყოს , პირიქით გული უარესად აქვს დამძიმებული. 

მუხლების გვერდით თავის ერთგული მეგობარი უდევს რომელიც არასდროს ამბობს უარს მისი პრობლემების გაზიარებაზე,მაგრამ დღეს ერთადერთი შემთხვევაა რომ დღეში მეორედ ელაპარაკება. 

"და რა? რა ვიფიქრე? ვიცი, ძალიან კარგად ვიცი , ბოლოს ისევ ისე დასრულდება. იმედგაცრუება და მეტი არაფერი. არ მინდა, ვერ გავუძლებ, არ მინდა. 

რატომ ვარ ასეთი სუსტი? რატომ ვერ ვუმკლავდები გრძნობებს რომელიც ასეთი უიმედო და საშიშია?! რატომ არ შემიძლია?
მეამიტი- აი ეს, აი ეს არის ჩემი პრობლემა:მეამიტობა. მისი უბრალოდ ღიმილის დანახვაზე რომელიც ჩემსკენ იქნება მომართული, მისი ბრწყინავი თვალების დანახვა რომლებიც მე მიყურებენ ან თუნდაც ერთი თბილი სიტყვა რომელსაც საცოდავად მომიგდებს-მაშინაც კი იმედები მიჩნდება. იმედები, მაგრამ რისი? რომ შევუყვარდები? მოვეწონები? ისე შემომხდავს როგორც მის სიყვარულს რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება უნდა? 

სისულელეა, ერთი დიდი სისულელე.  

საცოდავი ხარ ჯიმინ, საცოდავი. 

ან საერთოდ რატომ დავაჯერე ჩემს თავს რომ მას ბიჭები მოწონს? მას ხომ ყავდა გოგო შეყვარებული, რომელსაც კოცნიდა და კიდევ ღმერთმა იცის რაებს აკეთებდნენ. 

რატომ ვინადგურებ თავს ამ არაფრის მომცემი აზრებით? ყველა ჩემნაირი არ არის. ყველას არ მოწონს თავის სქესის წარმომადგენელი რომელიც მას როგორც უფროს ძმას ისე უყურებს. 

მე ვიყავი ერთადერთი ვინც ჯგუფის შექმნის დღიდან მას კუდში დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. მე ასე ვცდილობდი ჩემი გრძნობების როგორმე მისთვის მიწვდენას მაგრამ არ გამომივიდა, დღემდე არ გამომივიდა. ერთადერთი რაც შედეგად მივიღე არის ის რომ, მისთვის გავხდი მომაბეზრებელი, შემაწუხებელი და სულელი ჰიონი, რომელიც სულელი უნდა იყო რომ შეიყვარო. 

I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.Onde histórias criam vida. Descubra agora