(ჰარი)

ნაილი: ჰეი ძუკნა, რას შვები?

თვალები მოვჭუტე ნათელი ეკრანის დანახვისას. ღამის 2:27 საათი იყო. გავიზმორე და წერა დავიწყე.

მე: მძინავს, შემეშვი

ტელეფონი კომოდზე ვისროლე და გადავბრუნდი. თვალები დავხუჭე და საბანი ნიკაპამდე ავიფარე. ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო. ერთხელ. ორჯერ. სამჯერ.

"რა ჯანდაბაა" ჩავიბურდღუნე და ტელეფონი ავიღე.

ნაილი: ჰეიიიი

ნაილი: ჰეიჰეიჰეიიიიი

ნაილი: ჰარტონ მიპასუხეეეე

თვალები მოვისრისე და ვუპასუხე.

მე: რა ჯანდაბა გინდა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს მაღვიძებ.

ვიჯექი და ტელეფონს მივშტერებოდი. კარგი შვიდი წუთის შემდეგ კიდევ გაისმა ჩემი ტელეფონის ვიბრაცია.

ნაილი: ბოდიშიიი ეს მშვენიერ ტრაკიანი ბიჭი მელაპარაკებოდა.

მე: ძილინებისა ნაილ.

ნაილი: არა მოიცა.

ნაილი: ძალიან მთვარალი ვარ და მჭირდება რომ აქედან წამომიყვანო. სხვა ყველას სძინავს.

მე: ტაქსი გამოიძახე.

ნაილი: ფული თან არ მაქვს :((

მე: რამე მოიფიქრე. დიდი ბიჭი ხარ.

თავი საწოლის ზედაპირს მივასვენე და ვიმედოვნებდი რომ ნაილი მორჩებოდა ასე გვიან/ადრე მოწერას, რაც გინდა ის დაარქვი.

ნაილი: გთხოოვ :(( გააკეთე ეს ბავშვებისთვის.

მე: არა

ნაილი: :((

მე: არა მეთქიი

ნაილი: :(

ნაილი: :(

ნაილი: :(

ნაილი: :(

მე: კარგიიიი ჯანდაბას.

ნაილი: :)

მე: სად ხარ

საწოლიდან წამოვდექი და ჰუდი და სპორტული შარვალი ამოვიცვი. ვეცადე კულულები შემესწორებინა, მაგრამ ვერაფერი ვუშველე.

ნაილი: დაუნთუნში, ადამი და სტივში.

თვალები გადავატრიალე და ამოვისუნთქე. გეი კლუბში უნდა წავსულიყავი, ამის გაკეთბა კი ღამის ორ საათზე ნამდვილად არ მინდოდა. გასაღები ავიღე და მანქანისკენ წავედი.

-

კლუბთან მივედი. ყვითელი და ვარდიფერი შუქები ანათბდა შესასვლელთნ და კარებს ცისარტყელის ფერებიანი ხალიჩა მიუძღვებოდა. ტრაფარეტზე ორი კაცი ეხვეოდა ერთმანეთს და დიდი ასოებით ეწერა ადამი და სტივი. ტელეფონი ამოვიღე და ნაილს მივწერე.

მე: აქ ვარ

ცერები გადავაჯვარედინე და პასუხს ველოდი.

10 წუთი გავიდა და პასუხი არ იყო. გადავწყვიტე მისთვის დამერეკა და როგორც იქნა მიპასუხა.

"ნაილ, აქ ვარ. გარეთ, მანქანაში გელოდები"

"აჰაჰაჰ, მაგობარო აქ რას აკეთებ. მე მეგონა ვაჯეიჯეი უფრო მოგწონდა"

"შენთვის ვარ აქ უტვინო და გამოტიე ახავე შენი ტრაკი გარეთ"

"ოოჰ, ჰაროლდ. მიყვარხარ ბეიბ, მაგრამ 12 წლიდან მეგობრები ვართ. არ ვიცი ... ნუ შეიძლება ერთხ-"

"ნაილ... მოკეტე" ვთქვი და დაწყნარებას ვცდილობდი.

უბრალოდ საწოლში დაბრუნება მინდოდა.

ამოიოხრა და გამითიშა. 3ჯერ დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა.

საჭეს მუშტი ვკარი "ამის დედაც, ნაილ"

და მანქანიდან გადმოვედი.









ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now