21

262 34 2
                                    

(ჰარი)

თვალები დავაჭყიტე. მზის ნათება ჩემს გვერდით სხეულს ეცემოდა.

ისე ჩანდა თითქოს თვითონ ღმერთი ამბობდა "ნახე, რა შევქმენი"

თავი საშინლად მტკიოდა. ბევრი რამ წინა ღამიდან არ მახსოვდა, მაგრამ ლუისადმი ჩემი გრძნობების აღიარება კი. მუცელი დამიმძიმდა, იმიტომ არა რომ მისთვის თქმას ვნანობ, ამიტომ რომ არ ვიცი რა გავაკეთო.

ტექნიკურად ისევ მარისასთან ვიყავი, არც ვიცოდი ლუი დაინტერესებული იყო თუ არა და ბიჭთან ურთიერთობაც არასდროს მქონია. ფაქტობრივად ბიჭზე არც არასდროს მიფიქრია, მაგრამ ლუის რომ ვუყურებ შინაგანად რაღაც ანათებს, ის რაც აქამდე არ მიგრძვნია.

ფემინურად რომ არ ეცვას, მის მიმართ გრძნობები მაინც მექნებოდა.

ნელა წამოვჯექი და მას დავხედე. ნელა სუნთქვდა და მისი თმა ყველგან იყო გაშლილი. დარწმუნებული ვარ ჩემი უარესად იყო , მარა დავიკიდოთ. უფრო ახლოს დავხედე და მისი ნაიარევი დავინახე. აშკარდ უკეთ ქონდა.

საყვარლად გამოიყურება.

ღმერთო, ასე ნუ უღრმავდები ყლეო.

ჩემმა ფიქრებმა შემომიძახეს.

ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან, მაგრამ ფეხები მოდუნებული მქონდა და ძირს დავენარცხე. ვიწრო შარვალში მეძინა და ზედმეტად მიჭერდა.

"ჯანდაბა"

საწოლიდან ხმა გავიგე. თვალები დავხუჭე დავილოცე რომ ჩასძინებოდა და არ გადმოეხედა.

"ჰარი?"

თვალები გავახილე და ავხედე.

"ძირს რას აკეთებ?"

უცებ წამოვდექი და თავი ძალიან ჩბეულებრივ მოვაჩვენე "დაახლოებით წავიქეცი"

პირი დაიფარა და სიცილი დაიწყო. არეული მაკიაჟითაც კი მისი თვალები ლურჯად ანათებდა.

"ღმერთო, ყველაზე გრძელი ფეხები გაქვს რაც კი მინახავს"

"ხო ჩემი ბაყვები გინახავს?" გავუღიმე.

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now