25

254 35 5
                                    

(ჰარი)

ლუის რომ ჩაეძინა წამოვედი. არ მინდოდა, მაგრამ უხარხულად ვიგრძენი თავი, მას შემდეგ რაც ვუხარი რომ მზად ვიყავი. პლედი დავაფარე და წერილი დავუტოვე, რომ სახლში საბანაოდ წავედი. სულელური მიზეზი? კი. მაგრამ გვიანი იყო და რთული დღე მქონდა.

როცა მასთან ვიყავი, ტელეფონი დამიჯდა და სანამ ვბანაობდი, შევაერთე. რომ გამოვედი ჩემი ჩვეული რუტინა გავიმეორე თმაზე. შრომა სჭირდება, რომ ასეთი კულულები გქონდეს.

ოთახში შევედი და ტელეფონის ვიბრაცია გავიგე. სულ ცოტა 20 მესიჯი და 10 გამოტოვებული ზარი დამხვდა.

დედა: ჰარი პატარავ...გთხოვ დამირეკე. მომხდარზე შენთან ლაპარაკი მინდა.

დედა: კარგად ხარ, ჩემო ბიჭო? გთხოვ მიპასუხე.

ჯემა: ჰეი ჰარი, შენზე არავინაა გაბრაზებული. ყველა იმ ძუკნაზეა გაბრაზებული, მაგრამ ახლა ეს არაფერ შუაშია. მიპასუხე.

დედა: მიყვარხარ.

ჯემა: როცა ლაპარაკი გენდომება, მე აქ ვარ. მიყვარხარ.

დედას კონტაქტებში შევედი, მაგრამ ვერ დავრეკე. ზედმეტად შერცხვენილი ვიყავი. იმიტომ არა რომ ბიჭი მომწონდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა.

გადავწყვიტე რომ უკეთესი იქნებოდა ტელეფონი გამომერთო. როცა ეს დავაპირე, ისევ დაიბზუილა.

ლუი: შეგეძლო აქ გებანავა. არ შევწუხდებოდი.

მე: ხო, მადლობა. უბრალოდ სპეციალურ შამპუნს ვიყენებ.

ლუი: "სპეციალური შამპუნი" კარგი.

მე: მართლა! ჩემს თმას გაცხიმიანებიგან იცავს.

ეს სიმართლე იყო. ოთახში სიარული დავიწყე. ჩავიცვი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბოლო დღეებში დაგროვილი შფოთვისგან თავი ამერიდებინა.

ლუი: კარგი.

ლუი: თუ იმიტომ წახვედი, რომ მოგბეზრდი, ჯობია მითხრა.

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now