37

187 29 1
                                    

(ლუი)

"შეგიძლია დაელაპარაკო? სკამიდან არ დგება" ტელეფონში ვთქვი.

ხელი თეძოზე მედო და ვიცდიდი, სანამ ჩემი შეყვარებული მანქანაში ამოტრიალებული ტუჩით იჯდა.

"აჰჰ..ხო, კაი. მეც ეგ ვთქვი...კარგი მადლობა" ფანჯარაზე მივუკაკუნე.

ოდნავ ჩაუწია და ტელეფონი შევაცურე.

თვალები გადავატრიალე, იმდენად  ექსტრა იყო.

"შენთვის არის"

"ხო? გამარჯობა ნაილ"

ამოიხვნეშა.

ნაილი ჰარის მეორე ნახევარი იყო, ეს ვიცოდი. ამიტომაც როდესაც ჰარიმ თმის შეჭრაზე ფეხის თრევა დაიწყო, ერთადრეთი ვინც დახმარებას შეძლებდა ნაილია.

ჰარის თმა მიყვარდა. არ ვაძალებდი, ნებისმიერ დროს შეუძლია კიდევ გაიზარდოს. მაგრამ ვიცოდი რომ აგიჟებდა და სულ ხელს იკიდებდა, რომ სახიდან გადააეწია.

რამდენიმე წუთის შემდეგ გათიშა და ტელეფონი გადმომაწოდა.

"აბა, რა არის გეგმა?"

კულული აიღო და ზედ დახედა "ამ ერას ვემშვიდობებით"

"ღმერთო, რა დრამატული ხარ"

სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და უკან დამიდგა. ხელში ამიყვანა და დამატრიალა.

"ხო? ახლა დამცინი? ამხელა სტრესის ქვეშ?" იცინოდა და სახე ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული.

ფეხი წავკარი, რომ დავესვი "მაცადე ამ ერის უკანასკნელი წუთები შევიგრძნო"

დამსვა და გვერდზე მიჩქმიტა. აშკარად გონებაში იმ აზრს ატრიალებდა მოეღუტუნებინა თუ არა ჩემთვის.

წარბები ავწიე 'არც გაბედო' სახით.

მადლობა ღმერთს, ქალის ხმამ შეგვაწყვეტინა.

"ვაუუ, რა საყვარლები ხართ"

შემოვბრუნდი და ნაცნობ სახეზე ხელები გავშალე "ლეილა!"

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now