28

248 32 3
                                    

(ლუი)

ცოტა ხნის შემდეგ, რაც მე და ჰარიმ სპონტანური გადაწყვეტილება მივიღეთ, სახლში წავედი, ვიბანავე და ჩავალაგე. ერთ საათში გამომივლიდა და ლონდონში წავიდოდით, ორი საათის გზაზე ჩვენი საცხოვრებლიდან.

აბაზანიდან პირდაპირ ოთახში შევედი და საყვარელი ტანსაცმელი ავარჩიე. ყველანაირად ვეცადე რომ მთელი კარადა არ ჩამედო.

მხოლოდ ორი დღე, 7 გამოსაცვლელი არ გჭირდება.

კაი დავიკიდოთ, მაინც ბევრი ჩავდე.

იქნებ მოთოვოს? იქნებ სადმე მოწყობილ ადგილას წავიდეთ? იქნებ გარეთ მოგვიწიოს ყოფნა? იქნებ საცურაოდ? იქნებ კლუბში? ყველა სცენისთვის მზად უნდა ვიყო.

ჩემოდანი შევკარი. ლეგინსები და ოვერსაიზდ სვიტრი გადავიცვი. დრო შევამოწმე, ლაინერის წასმისთვის თუ მქონდა. მოვასწრებდი, თუ არ ამერეოდა.

ჰარი: 10 წუთში მანდ ვიქნები.

რაც შეიძლება სწრაფად წავისვი და ცოტა დრო რომ მომრჩა საწოლზე ჩამოვჯექი.

"აუ, კინაღამ დამავიწყდა" წამოვხტი.

კარადა გამოვხსენი და პატარა ყუთი ავიღე. გადავათვალიერე და ფრჩხილზე ვიკვნიტე.

ლუბი აუცილებლად, პრეზერვატივები. Butt plug? მგონი ჯერ არა.

ყოველი შემთხვევისთვის დასამაგრებლებიც ავიღე.

ჰარის მანქანის ხმა რომ გავიგე, ჩემი ნივთები ჩევაგროვე და ჩავედი.

ჩანჯარა ჩამოსწია და თავი გადმოყო "დახმარება გინდა?"

თავი გავუქნიე და ჩემი ნივთები საბარგულში ჩავდე. შემდეგ როგორც იქნა ჩავჯექი და ამოვისუნთქე.

"გამარჯობა" ჰარიმ რბილი ღიმილით გადმომხედა.

"გამარჯობა" მეც ვუპასუხე, მაშინვე მოვდუნდი.

"ძალიან ლამაზად გამოიყურები" პარკინგიდან გადაუხვია. ერთი ხელი საჭეზე ედო, მეორე ჩემ ბარძაყზე. დიდი ყლის ენერგიას ატარებდა. და ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა.

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now