(ჰარი)

9:19

ფანჯარაში შემომავალი სხივების ფონზე თვალები მოვჭუტე. ოთახი ყვითელი განათებით იყო სავსე. წამოვჯექი და მუცელზე სისველე ვიგრძენი. დავიხედე და მივხვდი რომ ჩემი ბოქსერები რაღაც თხევადით იყო დასვრილი.

"ალბათ წუხელ ჩემი სიზმრები საკმაოდ კარგი იყო" ჩავიცინე.

სველი სიზმარი 14 წლის შემდეგ არ მქონია. არ მახსოვდა რაზე იყო, მაგრამ ვიცოდი რომ კარგი იყო.

მას შემდეგ რაც ბოქსერი გამოვიცვალე და კბილები გავიხეხე, ნაილს დავურეკე. მადლიერების დღესთა დაკავშირებით დასვენება მქონდა, შესაბამისად არც საქმე მქონდა გასაკეთებელი, იქნებ მას შემთან ერთდ დროის გატარება სურდეს.

მე და ნაილი 12 წლიდან  მეგობრები ვიყავით. ის ჩემი ქუჩის მეორე ბოლოში ცხოვრობდა და ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩვენ პატარა ბენდშიც კი ვიყვავით, ეს კი უმაღლეს სკოლაში გოგოების გულის მოგებაში გვეხმარებოდა. 

ნუუ, მე მეხმარებოდა. ვიცოდი რომ ნიალი გეი იყო, მანამ სანამ გამოვიდოდა. ეს მას ყოველთვის ეტყობოდა და ვხედავდი როგორ უყურებდა ბიჭებს.

მე არასდროს მაღელვებდა რომ ის გეი იყო. ის ჩემი საუკეთესი მეგობარია და ყოველთვის მხარს ვუჭერდი. გარდა ამისა თუ ადამიანი გეია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა საერთო სქესის არადმიანი მოსწონს. ეს უბრალოდ სულელური განაცხადია.

ნაილმა მალევე აიღო. 

"ჰეიიი, რა ხდება?" მხიარული ხმით მიპასუხა.

"გინდა დღეს ჩემ სახლში მოხვიდე?"

"კი, რატომაც არა. რამდენიმე საათში მანდ ვიქნები. ჯერ კიდევ ლიამთან ვარ"

"აჰამ, კარგი. გნახავ."

---

"კაკ, კუკ ამის დედაც" თქვა ნაილმა და ჩემს ბინაში შემოაბიჯა. რაც მას ვიცნობ ის არასდროს აკაკუნებს და პირდაპირ შემოდის.

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now