(ლუი)

უცნობი: ჰეი

მესიჯი წავიკითხე როდესაც ოთახში ვცეკვავდი, თან სიმღერას ვყვებოდი, ღია ვარდისფერ ზედაში.

მე: ვინ არის?

ტელეფონი საწოლზე დავდე და სარკეში ჩავიხედე. დღეს პაემანი მქონდა და უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ლამაზად გამოვიყურები.

ლიამმა ვიღაც ბიჭი, სახელად ჯულიო გამაცნო. მოკლე შავი თმა, გარუჯული კანი, ღია ცისფერი თვალები და ძალიან მასკულინური. სერფერი და ცეკვის ინსტრუქტორი დარბაზში.

ტელეფონის ვიბრაცია გავიგე.

უცნობი: ლუი ხარ?

მე: ამმ...კი. ჩემი კითხვისთვის არ გიპასუხია. ვინ ხარ?

უცნობი: ედვარდი

მე: ვშიშობ ედვარდს არ ვიცნობ, შენ როგორ მიცნობ

5:30
ჩემი მეწყვილე 5:45ზე უნდა მოვიდეს.
ნერვები დავიწყნარე და სუნამო მივისხი.

უცნობი: დიდი ისტორიაა

მე: კარგი ედვარდ, მოდი პირდაპირ გკითხავ. რატომ მწერ ჰაჰა?

უცნობი: არ შეიძლება ადამიანი ადამიანს დაელაპარაკოს?

მე: კარგი მესმის. რაზე გინდა ლაპარაკი.

უცნობი: კარგი, არ მეგონა დიალოგი თუ აქამდე გასტანდა

გამეცინა და მისი სახელი კონტაქტებში დავამატე.

მე: კარგი, შეგიძლია ის მაინც მითხრა სად შევხვედრილვართ?

ედვარდი: არ შევხვედრილვართ, მაგრამ ერთხელ ადამი და სტივში დაგინახე

მე: როგორც ჩანს ვიღაც მითვალთვალებს.

ედვარდი: თავში ნუ აგივარდება

მე: ეგრე? ვიღაც უცხო მწერს, არსაიდან. დაახვიე!

ველოდი რომ მოწერას შეწყვეტდა მაგრამ ტელეფონის ვიბაცია კიდევ ერთხელ გავიგე.

ედვარდი: ანუ ვაპროტესტებთ?

მე: შენ პროტესტის მასტერს ესაუბრები დონკასტერიდან

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now