18

249 31 3
                                    

(ლუი)

"შემოდი!" კარებში გავძახე სანამ ჯამში ჩერიოს ვყრიდი.

ლიამი დიდი ღიმილით და ხელის ქნევით შემოვიდა. ის ყოველთვის პოზიტიური ბიჭი იყო.

სამზარეულოში შემოვიდა და მაგიდას დაეყრდნო. "ჰეი, ბავშვო როგორ ხარ?"

"ბავშვს ვის ეძახი, შენზე დიდი ვარ"

"ხო ხო. მართლა ოღონდ, როგორ ხარ?"

რძის ასაღებად შევბრუნდი. "კარგად ვარ. უბრალოდ-" შუა წინადადება გავწყვიტე.

ლიამმა ჩემი ჩერიოდან ყველა ზეფირი ამოიღო და პირში იყრიდა.

"ძუკნა" ხელში ჩავარტყი, ისე რომ ფრჩხილები არ მომეტეხა.

ხელიდან ზეფირი გაუვარდა და ძირს დაეცა.

"გადასარევია! ახლა ვერცერთი მიიღებს"

თვალები გადავატრიალე და აკრეფა დავიწყე.

"როგორც ვთქვი კარგად ვარ. უბრალოდ აღარასდროს მინდა ვნახო"

"ხო...მაგას რაც შეეხება" ეს თქვა და საჭმლის აღბაში დამეხმარა.

წამოვდექი და ხელები თეძოებზე დავიწყე "არა".

"კარგი რა, არც კი იცი რა უნდა ვთქვა"

"იმ ტრაკის ნახვას აღარ ვაპირებ ლიამ!"

ლიამი ჩემთან მოვიდა და ხელები მხრებზე დამაწყო.

"შენთვის ბოდიშის მოხდა უნდა".

"კი როგორ არა. რომც უნდოდეს ალბათ არც გულისხმობს" მისი ხელები მხრებიდან მოვიშორე.

"ჩემი აზრით ის შენთვის კარგი იქნება. უბრალოდ მენდე".

წარბი შევკარი "რანაირად იქნება ის ჩემთვის კარგი?! ის ჩემს გრძნობებზე თამაშობს!"

ლიამმა წარბები ასწია "ანუ აღიარებ რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს?"

სახე გამიწითლდა "არა" .

"კი გაქვს"

დივანზე გადავწექი. ჰარის მიმართ გრძნობები მქონდა, მაგრამ არ ვაღიარებდი. თუ ვაღიარებ მაშინ ამისთვის რამე უნდა გავაკეთო. თუ რამე მიდა, უნდა მივიღო.

ჰარი იდიოტი იყო, მაგრამ ვაღიარებ იმ შეგრძნებას როდესაც ჩვენი კოცნის დროს გაჩნდა.

"არ ვიცი პეინო. კარგად არ ვიცნობ, თან ჩემთვის ზედმეტად პრობლემატურია"

ლიამი გვერდით მომიჯდა და ჩემი თავი მუხლებზე დაიდო. თმაზე ხელს მისვამდა რომ თავი კომფორტულად მეგრძნო.

რომ არ მოვიტყუო უცნაური იყო. მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ძირითადად არ ვეხებით. მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება იყო.

"უბრალოდ უფლება მიეცი ბოდიში მოგიხადოს"

"უფფ, კარგი"

"იეიიი! ხვალ ჯეიმსის წვეულებაზე იქნება"

"ჯეიმსი ძალიან ბებერი არ არის?"

ლიამმა ჩაიცინა "კი მაგრამ მხიარულია"

"კარგი, ეხლა ცოტა აღტაცებული ვარ" ვაღიარე.

ლიამის ტელეფონმა დაიბზუილა "ამმ...უნდა წავიდე"

"რა? რატო?"

"მართლა გინდა იცოდე?" ლიამმა ტელეფონი შემომიბრუნდა და ნაილი იყო და...მისი... პი პი.

"ვოაა, რა ჯანდაბაა! ამის ნახვა არ მინდოდა! პლიუს რბილი რატოა?"

"ესე მომწონს"

"კარგი უცნაურია, მაგრამ შენი სიყვარულის ნუდებს სხვას რატომ უზიარებ?"

"არ აინტერესებს. თამბლერზე სულ დებს" ზედმეტად ჩვეულებრუვ მითხრა.

"სკანდალური"

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now