(ლუი)

მან მე არ დამცინა.

მანქანაში ჩავჯექი, მოლის პარკირებაზე და ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ არ დამამცირა ჩემი ჩაცმულობის გამო. ის ხომ ისეთი ცივი და უხეში იყო კლუბში, ვიფიქრე რომ მის ნაირი ბიჭი დაცინვის ასეთ შანს გამოიყენებდა.

ალბათ მართალი იყო, ასე სწრაფად არ უნდა განმესაჯა.

ასევე ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს თუ როგორი ლამაზი იყო. ახლა როდესაც პირიდან დორბლი აღარ გადმოსდიოდა და თმაც მოწსრიგებული ჰქონდა, მას კარგად შევხედე. მას კულულები მხრებამდე ეყარა, რბილი და დალაგებული. მისი თვალები კი მწვანედ ბზინვარებდა. ოჰ და მისი სავსე, ვარდისფერი ტუჩები. რისი გაკეთებას მის...

"მორჩი" ჩემთვის ჩავილაპარაკე.

ის ხომ ჰეტერო იყო და თან არც ვიცნობდი. მასზე ოცნება უნდა შევწყვიტო.

ასეთი ჩვევა მქონდა, ვფანტაზირებდი ისეთი კაცების შესახებ, რომლებიც ჩემი ვერასდროს იქნებოდნენ.

მანქანა დავქოქე და რადიოს ავუწიე რომ ჩემი ფიქრები გადეფარა. პარკირებიდან გამოვედი და სახლში წავედი.

---

ლიამის სახლთან მივედი და მანქანა გზის პირას გავაჩერე.

შავი, ვიწრო შარვალი და შავი ადიდასის ზედა გადავიცვი, როცა სახლში ვიყავი.

მე და ლიამი არც თუ ისე ცოტა ხანია მეგობრები ვართ. ერთმანეთს ხშირად ვხედავდით სხვადასხვა კუბებში და გაცნობა გადავწვიტეთ. ერთიანად გადავწყვიტეთ რომ ჩვენ შორის არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ იქნებოდა და მეგობრები გავხდით.

როდესაც მან შეყვარებული გაიჩინა ადამი და სტივის კლუბში სიარული შეწყვიტა.

ამიტომაც იქ ხშირად მარტო მივდიოდი, რაც მოსაწყენი გახდა. მე კარგი ვიყავი მხოლოდ ერთი ღამის ურთიერობებისთის და დასალევად. იქ არავინ იყო ისეთი ვისთანაც ნამდვილი ურთიერთობა მოგინდებოდა.

ის რაც შემიძლია (დასრულებულია)Where stories live. Discover now