* Hanna's pov *
*ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ მინჯუნი აღარაა , დღეს მის წმინდა სხეულს ცივი მიწა უნდა დავაყაროთ . ძალიან მიჭირს ამ ფაქტთან შეგუება მაგრამ რას ვიზამ? ცხოვრება ხომ გრძელდება! ვიცვამ შავებს , თავზე შავ შარფს ვიხვევ სათვალეს ვიკეთებ და ჩემს დედამთილ-მამამთილთან ერღად მივდივარ იმ ადგილზე სადაც ჩემო მინჯუნი უნდა დაკრძალონ , ძალიან მიმძიმს ამ ყველაფრის ყურება მაგრამ ვუყურებ თუ როგორ ასვენებენ მას მიწაში , თუ როგორ აყრიან მიწას ! როგორ მინდა ახლა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს როცა მე და მინჯუნი პატარები ვიყავით , როცა ერთად ვთამაშობდით . ის მპირდებოდა რომ სულ ჩემთან იქნებოდა და ყოველთვის დამიცვდა.
- მაშ რატომ გატეხე პირობა პაკ მინჯუნ?
შურს ვიძიებ იმ ადამიანზე ვინც შენი თავი წამართვა! ვინც შენთან პატარაობის მოგონებები წამართვა!
თვალებიდან ცრემლები წამდაუწუმ მცვივა....სწორედ ამ ცრემლების დასამალად გავიკეთე სათვალე . იმიტომ რომ ხალხს ჩემი სისუსტე არ დაენახა! ბავშვობიდან მოყოლებული მხოლოდ მინჯუნის წინ ვტიროდი! ის იყო ჩემი მესაიდუმლე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი .
მხოლოდ მან იცოდა ჩემი სისუსტის შესახებ , მხოლოდ მან იცოდა რომ სიმაღლის , წყლის და სიბნელის მეშინია . ერთხელ ღრმა ბავშვობაში ღამე დავიკარგე და მან მიპოვა , ის ერთი წუთითაც არ მტოვებდა მარტო!
მე მას ისე ვუყურებდი როგორც ძმას მას კი თურმე ისე ვყვარებივარ როგორც გოგო! სიმართლე ვთქვა არც მე ვიყავი გულგრილი მის მიმართ! როგორ არ შეგიძლია არ გაგიჩნდეს გრძნობები იმ ადამიანის მიმართ ვინც სულ შენთანაა? გიცავს? როცა მოსმენა გჭირდება გისმენს.
ამ ფიქრებში გართულს უცებ ხელის შეხება ვიგრძენი მხრებზე ეს მინჯუნის ძმაკაცი ფელიქსი იყო*- რძალო(ფელიქსი)
- დიახ?(მე)
- ვიცი ეს შენთვის რაოდენ მტკივნეულია მაგრამ მედია ითხოვს რომ ილაპარაკო!(ფელიქსი)