*Bora's pov*
მამიკოს ვთხოვე რომ დღეს გასართობ პარკში წამიყვანოს ძალიან მომწყინდა სახლში ამიტომ გარეთ გასვლა ცოტათი გამახალისებს , ნუ სახლშიც ვერ ვიწყენ იმიტომ რომ მამიკო მყავს რომელიც მოწყენის საშუალებას არასდროს არ მაძლევს.- წავიდეთ?(მე)
- კი მამიკოს პრინცესავ(ნამჯუნი)
მამიკომ მანქანაში ჩამსვა და უსაფრთხოების ღვედი შემიკრა
- ახლა წავედით(ნამჯუნი)
და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში
რამდენიმე წუთის სავალზე პარკია ამიტომ მალე მივედით , საბედნიეროდ იქ ჩემი მეგობარიც ვნახე და ერთად ძალიან ბევრი ვიხალისეთ , მაგრამ როცა წამოსვლას ვაპირებდი დავინახე ვიღაც გოგო რომელიც იმ ადამიანს გავს რომლის ფოტოც სახლში გვაქვს . ძალიან მივამზგავსე დედაჩემს და ამიტომ გავეკიდე
- დედა დედა
მივსდევდი შავ ტყავში და თეთრ შარვალში გამოწყობილ ქალს რომელსაც გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა
- დეეეე ვიცი რომ შენხარ
მაგრამ ქალი წავიდა მგონი ვერ გაიგონა ჩემი ხმა , უცებ პარკში დავბრინდი იქ კი მამა დამხვდა რომელიც ყველგან მეძებდა
- ბორა სად იყავი?(ნამჯუნი)
- მამა დედიკო ვნახე(მე)
- რა? ეს შეუძლებელია ბორა ალბათ შეგეშალა(ნამჯუნი)
- არაა მა ზუსტად ის ქალი იყო რომლის ფოტოებიც სახლში გვაქვს ვიცი შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ის იყო მაა დამიჯერე
- არა ბორა ის დედაშენი ვერ იქნებოდა(ნამჯუნი)
- მამიკო გთხოვ მოვძებნოთ
- მას ვერ ვიპოვით ბორა დედაშენი ცოცხალი აღარ არის , ახლა კი შენს მეგობართან ერთად ითამაშე*Hanna'S POv*
დიდი წვალების შემდეგ ვიშოვე სახლი ნამჯუნის სახლთან ახლოს მინდა რომ მათ შორიდან მაინც მოვკარა თვალი მაინტერესებს როგორია ჩემი გოგონა , ნამჯუნიც ძალიან მომენატრა . როგორ მინდა შემეძლოს მათთან ისე მისვლა ვითომც არაფერი , მაგრამ ჩემმა მისვლამ შეიძლება ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენოს , არამგონია ამდენი ხნის შემდეგ მიმიღონ . ან ბორას რა რეაქცია ექნება როცა მნახავს. სახლამდე ფეხით მომიწია მისვლა რადგან მანქანა არ მყავს . ფეხით კი ძალიან დიდი ხანი მოვანდომე რომ ახალ ნაყიდ სახლამდე მივსულიყავი , როგორც მითხრეს ნამჯუნი და ჩემი პატარა ბორა შესახვევის მეორე გზაზე ცხოვრობენ ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩემი სახლის გამოვლა მოუწევთ , ვიცი რომ ერთხელ მაინც ვნახავ . მინდა რომ ვნახო ისინი თუნდაც შორიდან სანამ მზად არ ვიქნები რომ მათთან მივიდე
