3

387 47 19
                                    

სამსახურთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არ მიდის. ჯიმინმა უკვე ათი რეზიუმე გააგზავნა, მაგრამ ჯერჯერობით ყველა დუმს. ნამჯუნი აგრძელებს სამოტივაციო გამოსვლებს, დედა კი ღელავს: ,,როგორც იქნა შვილი სწორ და დიდ გზას დაადგა ჰეტეროსოქსუალური სიყვარულისკენ". ამის გამო პაკი საზიზღარ ხასიათზეა, იცვლება წარსულის მელანქოლიური სურათები, სვავს ყავას ნაღებით და თითოეული მომენტის გახსენებისას ტრაგიკულად სუნთქავს. გასახსენებელი კი ჯიმინს ბევრი აქვს. განსაკუთრებით ის, რომელიც ეხლა დიდ ტკივილს აყენებს.

ჯიმინს დაძინება არ შეუძლია, აგრძელებს იუნგიზე და მათ წარსულზე ფიქრს. როგორც ჩანს მას მინი ეხლა უფრო უყვარს ვიდრე მთელი ორ წლიანი მათი ურთიერთობის პერიოდში. ავტომატურად იღებს ტელეფონს და კითხულობს შეტყობინებას, იმედოვნებს ახალი შეტყობინებს მოსვლას ყოფილი შეყვარებულისგან. ცივ ქუჩაში გადის და ოცნებობს იუნგისთან შეხვედრაზე.

ეს სიტუაცია ჯიმინისთვის სავსებით აუტანელია. ცდილობს უარი თქვას ემოციებზე, მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერდება. მას არ ჭირდება სამსახური, არ ჭირდება ნამჯუნის დახმარება, მშობლების მითუმეტეს. მას მხოლოდ მინ იუნგი ჭირდება. მაგრამ ამ ვნებას, ამ წყურვილს, ამ გაუამართლებელ სისულელეს, მხოლოდ შეცდომებამდე მიჰყავს. მხოლოდ შიშია უფრო ძლიერი. ჯიმინი ოცნებობს სკამ საქანელაზე, სიბნელეზე და მარტოობაზე. საჭიროა, თავი ხელში აიყვანოს...მაგრამ ჯიმინი ტელეფონს იღებს...ის წერს მინს, რომ საჭიროა უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს, იუნგი არ პასუხობს. ეს ფაქტი ისე ვერ გამოსწორდება, როგორც საჭიროა და კიდევ უფრო დიდ სისულელეებს გამოიწვევს. ჯიმინი მანტოს იღებს, კისერზე შარფს იხვევს და სწრაფად მიდის შეხვედრაზე, რომელიც არ უნდა შედგეს.

ჰიონი სახლში არ აღმოჩნდა, წარმატება ჯიმინის მხარეს არის: იუნგის ოთახის საპირისპიროდ მისი მეზობელი დგას, რომელიც იცნობს ჯიმინს (და თვლის მას მინის საუკეთესო მეგობრად) და უხსნის მას კარს, ეკითხება ექიმის ჯამრთელობის შესახებ. პაკი მას სწრაფად პასუხობს, უემოციოდ. ის კიდევ ათამდე კითხავს უსმევს, მაგრამ პაკი უღიმღამოდ იღიმის, ჩივის გადაუდებელ საქმეებზე. შემდეგ ჩერდება კარის წინ და ვერ წყვეტს შესვლას. ხელით ეხება პანელდ კოდის ასაკრეფად. თავის დროზე დაიზეპირა ეს პაროლი. მაგრამ მას აქვს უფლება მისი გამოყენების? ჯიმინი ლოდინს გადაწყვეტს. აქთ-იქით დადის და სათქმელს იმეორებს, რომელმაც შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს იუნგიზე.

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now