7

354 52 24
                                    

- მაინც ვერ გავიგე. - წარბებს ჭმუხნის ნამჯუნი. - ეს შენი ახალი შეყვარებულია?

- ნეტა იყოს. - მოწყენილი ამბობს ჯიმინი და ტელეფონს გვერდით დებს.

ჯონგუკი ჯიმინს კვლავ იყენებს თავის კომიქსებში. მას, როგორც თავად ამბობს, მკითხველის აზრი სჭირდება. იტყუება, უბრალოდ პაკის შერცხვენა უნდა კიდევ ერთი ჰომოეროტიული სურათით. ცოტა ხნის წინ, ჯონმა, დაასრულა თავისი მანგა ,,უფერული სამყარო" და სანამ შვებულებაშია ისევ ეძებს ახალ თემას შემდეგი სამუშაოსთვის. მაგალითად - ჰომოეროტიკა. ბოლო დროს ის დამოკიდებული გახდა მანგაზე ,,BJ ALEZ". ისე გაიტაცა, რომ ფანარტის დახატვაც კი დაიწყო.

- როგორ, აბა ვინ არის?

ნამჯუნმა იცის არასასიამოვნო კითხვების დასმა. ჯიმინს, ამ ჯერად არ უნდა კაფეში წასვლა და მასთან შეხვედრა, მაგრამ მან თქვა რომ მის მშობლებთან წავიდოდა, ამიტომ მისი იგნორირება არ გამოდიოდა. მამა ისევ გულზე იჭერს ხელს, როდესაც ჯიმინი თავის ორიენტაციაზე საუბრობს. ,,მე ასეთი არ გამიზრდიხარ" - ბრაზობს ის. დედა კი მის სექსუალურ ორიენტაცის დროებით გაუგებრობად აღიქვამს და დიდ ყურადღებას არ აქცევს, ელოდება, როდის დასრულდება ეს ცისფერი ურთიერთობები. კარგია რომ მკურნალობას არ სთავაზობს. მაშინ ჯიმინი მთლიანად გაწყვეტდა კავშირს მშობლებთან. ძალიან რთულია დედასთან ურთიერთობა და მამის ცივი და უხეში ფრაზების გაძლება.

- ნუ, ჩვენ ერთმანეთთან გვძინავს, ხანდახან. ხანდახან უბრალოდ ვზივართ და ფილმს ვუყურებთ.

- ჟიმაობთ ანუ. - ოდნავ სევდიანად ამბობს ნამჯუნი და თავს აქნევს.

- და ასეთი რა მოხდა? თექვსმეტის აღარ ვარ დიდი ხანია. ვისთანაც მინდა იმასთან დავწვები.

- საქმე სექსში არ არის ჯიმინ. შენ სამსახურის ძებნაზე უნდა იყო ორიენტირებული. დაგავიწყდა? მე ვარაუდობდი, რომ წლის ბოლოსთვის რამეს მოძებნიდი, შენ კიდევ ახალ ურთიერთბებში იხლართები....

ამოიღე წარუმატებელი ფურცელიWhere stories live. Discover now