კრიზისი დასრუებუია, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. სკოტ პილიგრიმის შესახებ მოკლე დიალოგის შემდეგ, ისინი საბოლოოდ შედიან მშვიდი დიალოგის ყურეში. მაგრამ ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ჯონგუკი ატრილებს თვალებს და ჯიმინი ნანობს მის იქ ყოფნას, მაგრამ ყველაფერი შედარებით მშვიდად მიდის. ჯერჯერობით არავინ ცდილობს ვინმეს მოკვლას, თუნდაც თამაშის ხარჯზე. ისინი საუბრობენ ამინდზე, სეულზე, სამსახურზე, ფულზე, სულელ მეგობრებზე, წინაპრებზე, ფილმებზე, წიგნებზე. ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე. ასე ყოვითვის ერთმანეთისთვის უცნობი ადამინები საუბრობენ, რომლებიც ცდილობენ ისეთ თემებს მოერიდონ, რომელიც რომელიმე მათგანში უსიამოვნებას გამოიწვევს და ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათში მეგობრობის სურვილსა და მოწონებას გამოიწვევს.
რამდენიმე საათის შემდეგ ჯიმინი ამჩევს, რომ ის ბევრად მთრალია ვიდრე ჯონგუკი, თანაც ძალიან მარტივი მიზეზის გამო: გუკი თითქმის არ სვავს, მთელი საღამოა ერთი ბოთლი ლუდი უჭირავს. ნამდვილად დასცინის. ნუთუ მისი მიზანი მინის დათრობა და იმის დამტკიცება იყო, რომ მას თავის კონტროლი არ შეუძლია? მაგრამ გუკის და სამწუხაროდ პაკი თავს სავსებით აკონტროლებს. იუნგისთან დაშორების გამო გამოწვეული ტკივილი, ჯერ კიდევ ყვავის სადღაც ნეკნების ქვეშ, მაგრამ არა იმდენად რომ სადმე წავიდეს და თავი მოიკლას. ჯიმინი სიამოვნებასაც კი იღებს იმისგან, რაც ახლა ხდება. მას ძალიან მობეზრდა უმუშევრობა, დედის საყვედურები, ნამჯუნის სიცივე და აპათეა. მას ცოტა დასვენება სჭირდება, დაე ამის მიზეზი ეს სულელი მეზობელი იყოს, რომელიც კომიქსებს ხატავს.
- სხვათაშორის, - უცებ ეკითხება ჯონგუკი. - შემთხვევით გეი ხომ არ ხარ?
ჯიმინი უფრო ფხიზელი რომ ყოფილიყო აუცილებლად გაბრაზდებოდა, სძულს როდესაც მსგავს შეკითხვას უსვამენ. რადგან ეს არავს საქმე არ არის. მას იმასთან სძინავს ვისთანაც უნდა. არ არის ვალდებული ამის შესახებ ვინმეს ახსნა განმარტებები მისცეს. მაგრამ ახლა პაკი დაბნეულია, ამიტომ ამ კითხვას მტრულად ვერ აღიქვამს. ის მხოლოდ იღიმის, აყალიბებს ახალ გასართობ თეორიას: ამის გამო ხომ არ ასმევს ჯონგუკი?

YOU ARE READING
ამოიღე წარუმატებელი ფურცელი
Фанфікиამ ცხოვრებაში ჯიმინს უყვარდა თავისი სამსახური - ჟურნალისტობა, თავისი შეყვარებული იუნგი და ნუში. მოულოდნელად მას ალერგია ეწყება ნუშზე, სამსახურიდან ათავისუფლებენ და იუნგის უყვარდება თეჰინი. მაკრამ კიდევ უფრო უარესი რამ ხდება: კიბეებზე ფეხი უცდება და...